RSS

ქრისტე მოკვდა

19 მაისი

Image

17 მაისს პირველად ვინანე.. ვინანე ის, რომ ღმერთი მკვდარია. ის არც ნიცშემ და არც ადამიანებმა მოკლეს, ის როგორც სამყარო, უსასრულოა და ასევე უსასრულოდაა მკვდარი. ზუსტად 17 წლის ვიყავი, როდესაც საუთარ ნათლობის ჯვარს დავხედე და გავიფიქრე, „ღმერთო, მკვდარი ხარ?“. მაშინ პასუხმა არ დააყოვნა, პასუხი იყო „კი“ და სწორედ ამ პასუხის ავტორი გახდა იმ დღიდან ჩემი ღმერთი. გამოგიტყდებით და არც პასუხს, არც ახალ და საკუთარ „ღმერთს“ ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია, მაგრამ 17 მაისს პირველად ვინანე. ვინანე უღმერთობა, ვინანე ის რომ ის არსადაა.. ის უსასრულობაა და ადამიანის უმეცრებაც უსასრულოდ გაგრძელდება.

 

შევეშვები ღმერთს და ქრისტეზე ვისაუბრებ. ეს უკანასკნელი ჩემთვის 17 მაისამდე ცოცხალი იყო. ის არ ყოფილა ღმერთი, ის იყო კარგი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ბოროტმა ბრბომ, აწამა და მოკლა. ყოველთვის მაინტერესებდა და მსურდა იმ ბრობს ხილვა, მსურდა თვალებში ჩამეხედა.

 

17 მაისს მე ეს ბრბო ვიხილე. ვიხილე ბრბო, რომელმაც ქრისტე საუკუნეების წინ მოკლა და ის მას დღემდე კლავს! კლავდა ქვით, ჯოხით, შუბით, ხმლით, დანით….თუმცა მთავარი აქ ისაა, რომ ეს ბრბო ახლაც ქრისტეს კლავს. სისხლიანი ბრბო ქრისტეს ფიზიკური ლიკვიდაციით ვერ კმაყოფილდება, ის მას მენტალურად ებრძვის, საუკუნეების შემდეგ მის სახელს ამოეფარა, ატყუებს, ეძახის, სთხოვს დაბრუნდეს რათა კვლავ ბოლო მოუღოს. ამჯერად ელექტრო სკამზე დასვას. ქრისტე კი მკვდარია. ის ერთხელ მოვიდა და ერთხელვე წავიდა. ბრბო კი ელოდება, ელოდება სისხლიანი ხელებით.

 

ცოტა ხნით შევეშვები ბრობს, ქრისტეს და ჩემს თავზე ვილაპარაკებ. 17 ში მე გავიარე რუსთაველზე სადაც დავიბადე და გავიაზრდე, მაგრამ იქ ყველაფერი უცხო იყო. უცხო იყო ადამიანები, ლოზუნგები, სახეები, შეძახილები, გამოხედვები… იქ მე ვიყავი უცხო. იქ ჩემს მეგობარ გოგოს აგინეს წითელი შარვლისთვის, იქ წითელი შარვალი სიშიშვლე იყო. იქ მე მრევლზე და მოძღვარზე გამომკითხეს. იქ მე თმების გასწორება მომთხოვეს და ამის გამო ურჯულო მიწოდეს. იქ მე ჩემი ქრისტიანი ძმები საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შუა თითით მესალმებოდნენ. იქ მე სისხლიან ჯვარზე მაკოცნინეს, რამდენიმე წუთში კი ამავე ჯვრით ადამიანს მოსაკლავად გაეკიდნენ. იქ ჟურნალისტის საბუთი შემიმოწმეს, გადაცმულობაში „ამომიცნეს“ და პირადობა მომთხოვეს. იქ მე მოძღვარმა „სატანობაში“ ამომიცნო, კამერით გამომეკიდა და ქოშინით წაიქცა.

 

მეორე დღეს კი, როდესაც წინა დღის ვანდალიზმი მოსახლეობას უნდა დაეგმო 300 ადამიანი მოვიდა. ეს იყო არა მარტო ერის, არამედ ჭეშმარიტად ქრისტიანობის მარცხი. ეს იყო დღე სადაც ოფიცლიალურად დამტკიცდა, არ ვიცით რა ხდება მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში ქრისტე მართლა მკვდარია და ის მეორედ აქ აღარასდროს მოვა!

 

 
23 Comments

Posted by on მაისი 19, 2013 დუიმი Uncategorized

 

ტეგები: , , , ,

23 responses to “ქრისტე მოკვდა

  1. tornikesblog

    მაისი 19, 2013 at 6:51 PM

    კარგად გაქვს გადმოცემული აზრი

     
  2. polemos0108

    მაისი 19, 2013 at 6:51 PM

    ფაშიზმი ლეგალურია.

     
  3. Zici

    მაისი 19, 2013 at 7:20 PM

    უნიჭო ხარ შვილო.. და გაუნათლებელი, თავი განსხვავებული გგონია ამრა ყლე ხარ

     
    • Internalself

      მაისი 19, 2013 at 7:32 PM

      ჭეშმარიტი ქრისტიანის სიტყვებია!
      პ.ს. ბრბოს გარეშე სადმე თუ გადამეყარე, ძალიან მაინტერესებს რამდენად იქნები ასეთი

       
      • Georgian Dreamer

        მაისი 21, 2013 at 1:36 PM

        “მამაოებთან” გადარეკვას და იქვე აგჩეხავენ ალესილი ჯვრებით, ღმერთი იწამე ჩმდდშვც ქართველი არ ხარ ? 😀

         
    • LoL

      მაისი 20, 2013 at 12:10 AM

      Zici guli mtkiva ro yle xar ! martla guli mtkiva , sadedan xart amdeni ;o ojaxi ar givargat , azrovneba sadedan gaqvt aseti bneli , rogor shegidzliat iyot aseti cxovelebi ;s
      vah, gisurvebt yvela amnairs cheshmarit gzas damdgarodit ;d da ara eklesiis ;s romelic fashizmis gzit midis da brboc miyveba

       
    • mamuka

      მაისი 22, 2013 at 4:55 PM

      თავზე ხელის გადასმა.

       
  4. natali

    მაისი 19, 2013 at 7:46 PM

    grdznobit savse statiaa

     
  5. MAIA

    მაისი 19, 2013 at 7:55 PM

    გული მიკვდება ამ ყველაფრის შმხედვარეს
    შენ მართალი ხარ სიბნელე ძალიან ცუდია
    აქაც გიწერენ არასასიამოვნო კომენტარებს მაგრამ არაფერია
    მათ ის სიბნელე სტანჯავთ რაშიც ახლა იმყოფებიან
    მათ ეშინიათ და იმიტომ არიან აგრესიულები
    მე მეცოდებიან ისინი 😦

     
  6. საურმაგი

    მაისი 19, 2013 at 8:08 PM

    ქრისტე ახალ აღთქმაშიც კვდება,მაგრამ აღდგება.არ ინერვიულო,გვეშველება.

     
  7. dzima

    მაისი 19, 2013 at 9:22 PM

    chven iesos bevrjer vklavt chven gulshi. erterti sikvdili aris iesosic da chvenic mrushoba, iseve rogorc mariam egviptelis romelic mixvda simartle rashia, shemdeg tavis cxovrebit wmindani gaxda, chven ki ampartavneba unda davtmot elementaruli da mere iesos arsze vilaparakod….

    ,

     
  8. davit davituri

    მაისი 19, 2013 at 10:09 PM

    მსმენია ნიცშეს მიმდევრებს მიწისქვეშა გადასასვლელში კედელზე დაუწერიათ: “ღმერთი მოკვდა!”

    რამდენიმე წლის შემდეგ ვიღაცას მოპირდაპირე კედელზე მიუწერია: “ნიცშე მოკვდა!” 😀

     
  9. 0day8

    მაისი 20, 2013 at 1:20 AM

    ბლიად 😦

     
  10. giorgi

    მაისი 20, 2013 at 11:33 AM

    შენთვის ქრისტე მოკვდა, ჩვენთვის აღსდგა და სიკვდილი დათრგუნა. უფალმა შეგინდოს და გაგინათოს გონება. რა დღეში ხარ შე საცოდავო. ილოცე რომ აზრზე მოხვიდე

     
    • Internalself

      მაისი 20, 2013 at 1:04 PM

      ვილოცებ და თუ აზრზე მოვედი, აუცილებლად დაგიჩეჩქვავთ თავს ისევე, როგორც თქვენ უჩეჩქვავთ საქართველოს მოქალაქეებს….

       
      • hopliti

        ივნისი 11, 2013 at 12:39 AM

        ჭეშმარიტი ქრისტიანის სიტყვებია 😀

         
  11. giorgi

    მაისი 20, 2013 at 8:29 PM

    პირველ რიგში ამ ტექსტის ავტორს მინდა ვკითხო: რა დარწმუნებული ბრძანდებით რომ ის ვინც პასუხი გაგცათ ბოროტი არ არის? (რა თქმა უნდა თუ გწამს მიღმიერი სამყაროსი)…ან კი სად ეძებე,რომ გეპოვა??.. რწმენა მუდმივი პროცესია და თავის თავში გულისხმობს ღმერთის მუდმივ ძიებას..და კიდევ ერთი ..მე პირადად გული მატკინა იმ ფაქტმა რომ თქვენ, ჯვარზე ერთი დახედვით უარყავით ღმერთი, და არ გამოიკვლიეთ ის ხმა ტქვენ რომ გიპასუხათ საიდან მომდინარეობდა.მოკლედ ეს ძალიან ღრმა თემაა. რაც შეეხება 17 მაისს ..

     
  12. giorgi

    მაისი 20, 2013 at 8:34 PM

    უბედურება ისაა რომ უამრავ ადამიანს მათ შორის სახელად ქრისტიანებს ეშლებათ და საკუთარ თავს და კიდევ ზოგიერთ უგირს მღვდელს ქრისტიანობასთან აიგივებენ და ტავს ეკლესიის წევრებად მიიჩნევენ… ეს ისეთივე შეცდომაა რომ თქვა მედიცინას ვუარყოფ უნიჭო და გაუნათლებელი ექიმების გამოვო… .ის რაც 17 ,მაისს მოხდა ეს იყო ‘პროგრამა მინიმუმი’ რაც ქართველ ხალხს უნდა გაეკეთებინა ანუ ვგულისხმობ უნდა გამოსულიყო და თავის მტკიცე პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა ამ სიბილწის პროპაგანდის წინააღმდეგ .მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ვერ ჩავატარეთ პროგრამა მაქსიმუმი, ანუ ქმედება იმგვარი ქრისტეს რომ მოეწონებოდა .და ქრისტეს სწავლებას რომ არ შეეწინააგმდეგებოდა.გაიხსენეთ უფალი როგორ იქცევა როცა მეძავ ქალს მიუყვანენ ფარისევლები ჩასაქოლად: პირველი ქვა მან ესროლოს ვინც ტქვენს შორის უცოდველიაო..აი ქრისტე რას გვასწავლის..მაგრამ თუ გახსოვთ ქრისტე ნრისხდება კიდეც და მაგიდებს აუყირავებს და ცხოველებს მათრახით გამოუყრის ღვთის ტაძრიდან .მაგრამ პიროვნულად არავის შეხებია იქ უფალი..ადამიანებო!! აგრიესია ცოდვის მიმარრთ უნდა მივმართოთ და არა პიროვნებების თორემ ჩვენც ამ საცოდავებივით გვეტყვის უფალი (თუ ასე გააგრძელეს ცხოვრება და ამ სიბილწის პროპაგანდა) მოშორდით აქედან სიბილწის მოქმედნო არ გიცნობთო თქვენ…. და თუ ჩემი სიტყვების არ გჯერათ სახარება გადაშალეთ და გულით წაიკთხეთ..

     
    • gglambert

      მაისი 20, 2013 at 11:32 PM

      აი ზუსტად ის გიწერია რაც მე მინდოდა მეთქვა… ერთი ადამიანის ქცევა მთელს რწმენასთან და ქრისტიანობასთან არ უნდა გააიგივოთ :@

       
  13. medea

    მაისი 22, 2013 at 10:38 AM

    17 maisis movlenebi ”cota” gadacharbebulia am statiashi.ki,samwuxarod eklesiis avtoriteti dzalian shelaxa am ambebma,magram rogorc yoveltvis qarvelebs yvelapris gamuqeba gviyvars.martla samwuxaroa rom vercerti dapirispirebuli mxare ver mixvda taviant shecdomas,imitom rom xalxs piqri ezareba:/

     
  14. bibi

    მაისი 25, 2013 at 4:52 PM

    simarTle weria magram mainc nu Sevuracxyoft samebas svastikit. mova dro da mag gvtis saxlshi cheshmariti qristiani waikitxavs qadagebas

     
  15. ზურა

    მაისი 17, 2015 at 10:02 AM

    ირაკლი მეტრაკე ვაჭარაძეა ალბათ ამის მასწავლებელი 🙂 ყლე ხარ ყლე! ერთი სიტყვაც საკმარისია შენს დასახასიათებლად 🙂

     
    • Internalself

      მაისი 27, 2015 at 5:26 PM

      ზურა, შე სომხის ყლეზე ჩამოღვენთილო მძინარე ჩოილარო. შეგეცით შენც და შენს ვაჭარაძესაც :დ

       

Leave a reply to giorgi კომენტარის გაუქმება