RSS

სამი ნიანგი

30 Jun

drugs-say-no-to-hd-place-1453767ერთ მოღუშულ და მოხუცი დედაკაცივით შავებში გახვეულ ოთახში სამი ბიჭი ზის. მაგიდა, რომელსაც ისინი ასე ბეჯითი სკოლის მოსწავლეებივით შემოსხდომიან, ლუდის ბოთლებს ვეღარ იტევს. თავისმხრივ, მაგიდას საფერფლე უცხადებს სოლიდარობას, მის შემხედვარეს ადამიანი იფიქრებს ეს ესაა აღებინებს და ამ უამრავ ჩამწვარ ბიჩოკს ახალგაზრდებს შიგ სახეში მიარწყევსო.
–თუ დაფიქრებულხართ, რა არის ხელოვნება? ოდესმე შეგიგრძვნიათ ხელი და მისი ვნება? ხელით შეგიძლია ავნო კიდევაც და ვნებაც მიანიჭო…..
დუმილს რიჟა ბიჭი არღვევს, რომლის კიკინები, რასაც ის დრედებს უწოდებს, აუცილებლად ყველას პეპი გრძელიწინდას თმებს გაახსენებს. თუ ყველას არა, ყოველ შემთხვევაში, იმას ნამდვილად, ვისაც ბავშვობაში პეპი წაუკითხავს და ბავშვურ ფანტაზიებში მასთან უთამაშია კიდევაც.
–ამ ორს შორის არჩევანი ჩვენია, მას ჩვენ, ჩვენი ხელით ვაკეთებთ.
იცინის რიჟას გვერდით მჯდომი ბიჭი, რომელსაც წინაპრების გენებმა სრულიად არ უწყალობა და 20 წლის ასაკში თავზე ღერი თმა არ დაუტოვა. რასაც ვერ იტყვით მის მკლავებზე. ის ხშირად ხუმრობს ხოლმე საკუთარ თავზე, განსაკუთრებულად ნასვამ მდგომარეობაში და ამბობს, რომ რაც ღმერთმა თავიდან თმა წაართვა სულ ტანზე გადაუნერგა.
–დავამატოთ. აი ესაა ხელიც და ვნებაც. იღებ ხელს და ამ ხელით მეორე ხელში ამ საზიზღრობას უშვებ. –იღიმის მელოტი ბიჭი.
რამდენიმე წუთში, ინსულინის შპრიცში, იოდი, ბენზინი და სხვა უამრავი ნივთიერება შეზავებულია. კრაკადილი – პატრიოტულად კი, უბრალოდ ნიანგი, მზადაა. ექვსი ხელი ერთდროულად და სინქრონულად იწყებს მოძრაობას. სულ რამდენიმე წუთიც და ბიჭების სისხლიში ნიანგი ყვინთავს.
მესამე ახალგაზრდა, რომელსაც მუქი სათვალეები ისედაც ჩაბნელებულ ოთახში უკეთია, უხმოდ დგება და გვერდით ოთახში გადის. მეგობრები მას ვერც ამჩნევენ.
–აუ ფეისბუკზე უნდა შევიდე და ვიღადაო. –ამბობს რიჟა და ლეპტოპს ხსნის.
„მამა ყოველთვის ღმერთი როდია, ხოლო დედა კი ენა.
ძალა ღმერთობაშია!“ –კითხულობს მეგობრის მიერ დაპოსტილს და განცვიფრებული სახით მელოტი მეგობრის, მოტვლეპილ თავს უყურებს. რამდენიმე წამით რიჟასთვის მეგობრის თავი წმინდა გრაალია, საიდანაც წუთი წუთზე წმინდა ცეცხლი ამოანთხევს.
–ხომ ვამბობ, ეს ფეისბუკი უცნაური რამაა. მაგარ რაღაცეებს გააძრობ, თან დროსაც ასწრებს, ტო…
–დროს მართლა ასწრებს… აწყვეტინებს მეგობარს მელოტი. ის ახლა ალისა საოცრებათა სამყაროდანს უყურებს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩაბნელებულ კედელზე აღიქვამს. სულ ცოტაც და ალისას მაღვიძარათი მორბენალი კურდღელი დაეწევა და გააუპატიურებს.
მელოტი უცებ ხვდება რომ ცარიელ კედელს მისჩერებია. თვალით სიგარეტის კოლოფს ეძებს და ბოლოს სიგარეტს დიდის გაჭირვებით უკიდებს
–სამოთხეში სექსი მოსული პონტია, ეს ჯოჯხეთშია ყველაფერი აკრძალული. სამოთხეში ორგიებია, და ვინც ამას ამ სამყაროზე გაიაზრებს და ღმერთს სექსუალურ ისტორიულ ფიგურად აღიქვამს, სამოთხეში პირველი სექსი სწორედ ღმერთთან ექნება…
რიჟა მეგობარს არც უყურებს, თავი კვლავ ლეპტოპში აქვს ჩარგული.
–ბიჭო ნახე, ბაჩო რეებს პოსტავს. „ყველაზე მეტი, რაც შენ ხელგეწიფება, არის ის, რომ რაც შეიძლება მალე მოკვდე!“. ეს აქ თუ იყო აღარც მახსოვდა, ეტყობა მობიულურითაა შემოსული.
–ჰო, ცოტა ხნის წინ იქით ოთახში გავიდა. –ამბობს მელოტი და საშინელი ხმით იცინის.
–ბიჭო, რეებს პოსტავს ნახე, თავი მოვიკალიო, ამ წამს დაპოსტა სულ გაგიჟდა…
რიჟა სიტყვას ვერ ამთავრებს, გვერდითა ოთახიდან გასროლის ხმა ისმის.
მელოტი ახალ სიგარეტს უკიდებს, კედელს მიჩერებია, იქ კვლავ ალისა დარბის, ამჯერად კურდღელი მას მხრებზე აზის.
–ხომ ვთქვით ფეისბუკი დროს ასწრებსო. ბაჩო ახლა ალბათ სამოთხეშია და ღმერთთან სექსი აქვს.. სულ ცოტაც და გაათავებს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: