RSS

როგორ დავამარცხე ჯეიმს ბონდი

30 აპრილი

ბლოგის თავში მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ისეთის თქმას ვაპირებ რაც მგონი არასდროს მითქვამს და მეგონა, რომ არც არასდროს ვიტყოდი, მხოლოდ კოშმარში თუ წარმოვიდგენდი, როგორ მადგას თავზე წარბებშეკრული და ამავდროულად გაყინული სახით ჯეიმს ბონდი, ხელში იარაღით და მაიძულებს ეს ვთქვა. მაგრა არა, მე ეს დრო დამიდგა და დამიდგა ჯეიმს ბონდის, წარბების და ჰოლიუდის გარეშეც.

დიახ, მე დავამარცხე ჩემში ჯეიმს ბონდი და ვიტყვი – მგონი დროა სახელმწიფოს გვერდში დავუდგეთ! – ხოლო რას ვგულისხმობ ამაში, ქვემოთ უცებ და მოკლედ მოგახსენებთ, ბევრის წერას არ ვაპირებ, უბრალოდ ფეისბუქ სტატსუსითაც გაგარკვევდით, მაგრამ ეს უკანასკნელი სასტატუსოდ ცოტა დიდად მომეჩვენა.

დღეს დილით არა, მაგრამ შუა დღისით გამეღვიძა, არ დავაყოვნე, ფეისბუქზე შევედი და პირველი ეს ამომიგდო “მღვდლები სავედრებელ პარაკლისს გადაიხდიან, რომ არ მიიღონ ანტიდისკრიმინაციული კანონი. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სასულიერო პირებისა და მრევლის აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს აპროტესტებენ.”

გუშინ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაზე აღარაფერს ვიტყვი, ალბათ თავადაც ნახეთ, ნუ თუ ეს ნახეთ, ნახავდით შავებში ჩაცმულ ადამიანებს და შემდეგ მათ მუქარას და ბოლოს, იხილავდით შეშინებულ ხელისუფლებას.

მოკლედ, დავუბრუნდები იმას საიდანაც დავიწყე, მგონი დროა სახელმწიფოს გვერდში დავუდგეთ – და დავანახოთ, რომ მარტო არ არიან, დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ეს შავებში ჩამული და ბნელი ხალხი არ ცხოვრობს. თუ მსგავსი რამ არ ვქენით, ეს სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ არის ძლიერი და საქართველო, რომელიც ისედაც თეოკრატიისკენ არის გადახრილი, ვერ გაუძლებს ზეწოლას, გატყდება, ანტიდისკრიმინაციულ კანონპოროექტს აღარ მიიღებს და ეს მხოლოდ კონკრეტულ ცვლილებაზე აღარ აისახება, ეს იქნება ნიშანი, რომ ეს ქვეყანა განწირულია სამუდამო სიბნელისთვის.

პ.ს. მე არც ევროპის მხარდამჭერი აქცია მაინტერესებდა და არც რუსეთის, განსაკუთრებით სასაცილო იყო ჩემთვის აქცია, სადაც “ოპელებმა” ევროპა აირჩიეს, მაგრამ დღეს ჩემი აზრით ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი (ხაზს ვუსმავ ნორმალურა და არა პროგრესულად) იძულებულია გაერთიანდეს და ამ მახინჯ კვაზს, რადაც დღეს ეკლესია გვევლინება, ერთხელ და სამუდამოდ დაანახოს, რომ ქართელთა 100% მისი მიმდევარი არ არის.

ერთი სიტყვით, კარგი იქნებოდა რამე აქცია თუ გაიმართებოდა, ოღონდ ამჯერად მაინც ორგანიზებული და არა ის რაც “ოპელებს” ჩვევიათ, 30 კაციანი აქციები, სადაც ნაცნობები ერთმანეთს ხვდებიან, ცოტას ჭორაობენ, შემდეგ იშლებიან, ლუდს სვამენ და თუ პონტია ტყნაურობენ კიდევაც.

პ.ს. სექსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მოგსტყვნიათ

Advertisements
 
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: