RSS

კუნდერას აუტანელი სიმსუბუქე

06 მაისი

ოკუპირებული ჩეხეთი, ტანკებით სავსე პრაღა, დაჩაგრული ინტელიგენცია, ემიგრაცია, დიდი ძმის ყოვლისმომცველი თვალი და რეპრესიები, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც რომანს ფუთავს, გარედან ტანსაცმელს აცმევს, თუმცა რეალურად შიგნით, შიშველი სხეულია, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე.

სათაური რომანს მართლაც რომ იდეალურად შეეფერება. იშვიათად თუ წაიკითხავ წიგნს, რომლის სათაურიც ასე ლაკონურად, სამ სიტყვაში ამბობდეს ყველაფერს, რაც შემდეგ წიგნში მილიონობით სიტყვით არის გაშლილი.

Milan-KUNDERA-580_59642a

“ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” მილან კუნედრას ყველაზე ცნობილ რომანად ითვლება, რომელიც 1982 წელს დაიწერა, თუმცა ავტორმა მისი გამოქვეყნება მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლო. რომანის დასაწყისშივე ავტორი ცდილობს მიგვანიშნოს, რომ ის რომანისტია და არა პოლიტიკური დისიდენტი მწერალი. კუნდერა რომანს სწორედაც, რომ თავისი საყვარელი ფილოსოფოს ფრიდრიხ ნიცშეთი იწყებს.
“მუდმივი გამერორების იდუმალი იდეით ნიცშემ დანარჩენი ფილოსოფოები ძლიერ დააბნია. როგორი წარმოსადგენია, რომ ყველაფერი ჩვენ მიერ გადანატნილი უცვლელად გამეორდება და თვით გამეორებაც უსასრულოდ გამეორდება”.

როგორც უკვე არნიშნე, კუნდერა რომანს ზემოთ მოყვანილი წინადადებით იწყებს და ცდილობს გაიაზროს თუ რა იქნებოდა მუდმივად გამეორებადი რეალობა, მისი აზრით ეს გამეორება იქნებოდა ძალიან მძიმე, ყოველი შეცდომა კი უპატიებელი. წარმოიდგინეთ, თქვენ მიერ დაშვებული შეცდომა, რომელიც დაუსრულებლად მეორედება. სწორედ აქედან გამომდინარე, კუნდერა ხაზს უსვამს, რომ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ცხოვერება, თავისი დასაწყისით და დასასრულით, სადაც არაფერი მეორდება, მსუბუქია. “თუკი მუდმივად გამეორება უმძიმესი ტვირთია, მის ფონზე ჩვერნი ცხოვრება შეიძება მთელი თავისი სიმსუბუქით წარმოგვიდგეს”.

მაგრამ რამდენად ასატანია ეს სიმსუბუქე, რომანიც სწორედ ამ სიმსუბუქეში იშლება და ის ნელ ნელა უფრო და უფრო აუტანელი ხდება. კუნდერა ტანკების, ოკუპაციის და რეპრესიების შიგნით გვანახებს სიმსუბუქეს, რომელიც რეალურად ჩვენი არსებობისთვის აუტანელია.
რომანს ოთხი მთავარი პერსონაჟი ჰყავს, ისინი იღებენ საკუთარ თავზე ყველაფერს და კუნდერა სოწერდ მათ აშიშვლებს მკითხველის წინაშე.

ტომაში – გამოუსწორებელი მექალთანე, რომლისთვისაც ყოველი ქალი ახალი გამოცდილებაა, ის  სექსუალურ აქტს იკვლევს, ყოველ ჯერზე ცდილობს ახალ ქალს დაეუფლოს და როგორც ექსპერტი, აკვირდება ვინ როგორ კვნესის ლოგინში. ამასთან ერთად, ტომაში წარმატებული ექიმი, პრინციპული, ჯიუტი და ძლიერი მამაკაცია.
ტერეზე – სუსტი, სათუთი ქალი, რომელიც ტომაშს, როგორც რომანშივეა აღნიშნული “ფისიში ამოგანგლული მიუყვანეს”. ტერეზასთვის ყველაფერი საშიშია, ის ცდილობს ყველაფერს გაექცეს, ტერეზა საკუთარ დედის სიშიშვლესაც გაურბის და ცდილობს ტომაშში თავის შეფარებას. ის ეძებს ძლიერ მამაკაცს. ტერეზა სექსის დროს არ კვნესის, ის ყვირის, ამით ტერეზა ტომაშის საკუთრებად გრძნობს თავს.
ფრნაცი – სიმპათიური, განათლებული პროფესორი და გამოუსწორებელი მეოცნებე, რომელიც თავგადასავლებზე ოცნებობს. მას აქვს კუნთები, მაგრამ არასდროს გამოუყენებია. ის ეძებს სამყაროს, რომელიც მისთვის არ არის და ვერ იქნება. სამყარო, რომელშიც ფრანცს სურს, მისთვის სხვა განზომილებაა. სხვა განზომილებაში გადასასვლეად ფრანცი პარტალის სახით პოულობს საბინას, ჩეხ დისიდენტ ქალს, რომელშიც ცდილობს ყველა თავისი ოცნება აიხდინოს. რეალურად კი ფრანცის სამყარო “სათვალეებიანი სტუდენტია”. ფრანცი ქრისტეა, მეოცნებე, მაგრამ ქრისტესგან განსხვავებით, ის ჯვარზე გაკრული ხვდება ყველაფერს და მისი აღსასრულიც სწორედაც, რომ ის აუტანელი სიმსუბუქეა, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი. პირადად ჩემთვის ფრანცია ყველაზე საინტერესო პერსონაჟი. ფრანცი ყველაზე მეტად ცდილობს ებრძოლოს საკუთარ აუტანელ სიმსუბუქეს.
საბინა – საბინა თავისხმრივ ტომაშის პროტოტიპია, ღალატის მოთხოვნილებით შეპყრობილი ქალი, რომელიც ტერეზასგან განსხვავებით, არა სიშიშვლეს, არამედ თავშესაფარს გაურბის. მისი აუტანელი სიმსუბუქე სწორედაც რომ მუდმივი ღალატია, ღალატი თავისივე არსებობის..

კუნდერა ამ ოთხ კატეგორიად ყოფს ადამიანს, ის ხაზს უსვამს, ყველას გვინდა, რომ გვიყურებდნენ, ხოლო იმის მიხედვით, თუ როგორი მზერის თანხლებით გვინდა ცხოვრება, შესაბამისად ვხვდებით კატეგორიებშიც.

რომანის დასასრული კი, ისეთივე აუტანელია, როგორიც თავად სიმსუბუქე. ეს სიმსუბუქე აწვება და ანადგურებს ყველას და ყველაფერს.
და მართლაც. . “რა დარჩა კომბოჯაში გარდაცვლილთაგან? –ერთი დიდი ფოტო ამერიკელი მსახიობისა, რომელსაც ყვითელი ბავშვი უჭირავს ხელში. . .სანამ დავიწყებას მივეცემით, კიჩად გადავიქცევით, კიჩი გადასაჯდომი სადგურია ყოფნასა და დავიწყებას შორის.”

ძალიან ბევრის თქმა მინდა წიგნზე, მაგრამ თავს შევიკავებ. მათთვის ვისაც კუნდერას აუტანელი სიმსუბუქე ჯერ კიდევ საკუთარ ტყავზე აქვს განსაცდელი, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ რეალურად, ზემოთ მოყვანილი ადამიანების ოთხი კატეგორია და თავად კონკრეტული აუტანელი სიმსუბუქეც, მხოლოდ ერთი ადამიანისაა, ეს მხოლოდ ავტორს ეკუთვნის, ჩვენ კი შეგვიძლია ამ დასასრულის მქონე აუტანლობაში ვიმოგზაუროთ, დასასრულს კი, საკუთარი ყოფის აუტანელ სიმსუბუქეზე უფრო კარგად დავფიქრდეთ.

Advertisements
 
 

One response to “კუნდერას აუტანელი სიმსუბუქე

  1. სანდრო

    მაისი 6, 2014 at 9:35 PM

    “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია :))

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: