RSS

არტურ კლარკი – ქალაქი და ვარსკვლავები

09 თებ

arthur-c-clarke-the_city_and_the_stars_hardcover

მეცნიერების მკვლევარი, მომავლის არქეოლოგი ასე უწოდებენ არტურ კლარკს, მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეოცნებე ადამიანს. კლარკი სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის სწორედ მომავალთან ასოცირდება, თუმცა ყოველთვის ასე არ იყო, იგივე მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში მას და მის თანამოაზრეებს მთვარეულებს ეძახდნენ, ისიც იმიტომ, რომ არტური და მისი მეგობრები ჯერ კიდევ მაშინ გეგმავდნენ მთვარეზე გამგზავრებას. კლარკს და მის მეგობრებს მაქსიმალურად ზუსტად ქონდათ გათვლილი საფრენი აპარატის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც შეძლებდა და ადამიანს მთვარეზე დასვამდა, მაშინ ეს ბევრისთვის სასაცილო იყო.

ორმოციან წლებში, როდესაც გერმანელები კლარკის სამშობლოს, ბტრიტანეთს ბომბავდნენ, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწერალი ზეცას უყურებდა და ფიქრობდა თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მომავალი, მომავალი უგუნური არსებიბისთვის, რომლებსაც ბუნებამ უსაზღვრო გონი მისცა, მაგრამ ისინი მას საკუთარი თავის გასანადგურებლად იყენებენ. სწორედ ამ დროს წერს თავის პირველ სერიოზულ ნამუშევარს, სადაც დედამიწას ზეგანვითარებული არსებები (უცხოპლანეტელები) განაგებენ, უცხოპლანეტელების მისია კი კაცობრიობის დაცვაა მათივე იმპულსებისგან. „ბავშვობის დასასრული“ დაარქვა კლარკმა თავის ნაწარმოებს და ადამიანების უგუნურების და თვითგანადგურების დასასრულებლად ასპარეზზე უცხოპლანეტელები წამოწია. სწორედ აქედან იწყება კლარკის მოღვაწეობა და ის მეტაფიზიკურ სამეცნიერო ფანტასტიკაში ერთ-ერთი გამორჩეული ფუტურისტი ხდება.

1956 წელს, ჯერ კიდევ „2001 წლის კოსმოსური ოდისეის“ შექმნამდე, კლარკი გამოსცემს თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომს „ქალაქი და ვარსკვლავები“. ნაწარმოები ავტორის მიერ 1948 წელს გამოსული მოთხრობის “დაღამების წინააღმდეგის” ერთგვარი სიკველია. სიუჟეტი ერთი შეხედვით მშვიდ და იდეალურ ქალაქ დიასპარში ვითარდება. უკვე მილიარდი წელია ადამიანები დიასპარს არ ტოვებენ, ისინი ათასობით წელი ცოცხლობენ, შემდეგ დროებით „ძილს“ ეძლევიან და შემდეგ სუპერ კომპიუტერის დახმარებით კვლავ უბრუნდებიან ქალაქს. ამ იდეალურ მიწისქვეშა ქალაქში არსებობს სექსი, მაგრამ არ არსებობს გაუთვალისწინებელი ორსულობა, საერთოდ ქალაქში ბავშვებიც არ არსებობს. ქალაქში მშობელი ერთადერთია და ეს სუპერ კომპიუტერია, აქ ადამიანები ზრდასრულები იბადებიან, ისინი აქ ფიზიკურად სრულყოფილები არიან და წარმოიდგინეთ არც ჭარბი წონა აწუხებთ.

ერთი სიტყვით, უდარდელი მიწისქვეშა ქალაქი, რომელმაც როგორღაც მოახერხა და სიკვდილს, დროს და სივრცეს დაუსხლტა. თუმცა კითხვისას სულ მალე ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს, ადამიანები, რომლებიც ჩვენი და წიგნის ავტორის შთამომავლები არიან ჩვენ საერთოდაც აღარ გვგვანან. ეს ერთი შეხედვით ზეგანვითარებული ცივილიზაცია, რომელიც სუპერტექნოლოგიებით სარგებლობს ყველანაირ ამბიცია და ვნება მოკლებულია. ქალაქში ადამიანებს სიახლის ძიების სურვილი არ გააჩნიათ, კითხვის პროცესში სწორედ ეს ფუნდამენტური განსხვავება გახვედრებს, რომ შეიძლება დიასპარის მცოხვრებნიც ადამიანები არიან, მაგრამ მათ ჩვენთან აღარაფერი აქვთ საერთო.
სწორედ აქ იწევს წინა პლანზე ელვინი, წიგნის მთავარი პერსონაჟი. ელვინი დეტერმინიზირებული სამყაროს წინააღმდეგ ილაშქრებს და ჩვენც ბუნებრივად ვიწყებთ საკუთარი თავის მასთან გაიგივებას. ელვინს „უნიკუმს“ ეძახიან, ის ერთადერთია ქალაქში, რომელსაც შეკითხვები აქვს, მისნაირები მილიონობით წელიწადში ერთხელ იბადებიან, ქალაქს მისი მსგავსი მხოლოდ 15 ახსოვს, აქედან ყოველი მათგანი უკვალოდ გაუჩინარდა. ელვინი ერთადერთია, რომელსაც შეკითხვები აქვს, ეძებს პასუხებს და ამ პროცესით იღებს სიამოვნებას. ელვინი იწყებს გამოძიებას, მას სურს ქალაქიდან გაღწევა, ქალაქიდან გაღწევის შემთხვევაში კი კოსმოსში მოგზაურობა, ელვინმა შეიძლება არ იცის, რომ ვარსკვალვის მტვერია, მაგრამ გრძნობს ამას და თავისი ნამდვილი მშობლების საძიებლად ინსტიქტურად მიიწევს და რაც ყველაზე მთავარია, ის ქალაქის საკრალურით და აქსიომით ინტერესდება, კერძოდ კი დამპყრობლების ფენომენით, რომლთა შიშის გამოც ადამიანებმა მილიარდობით წლების წინ უარი თქვეს სამყაროს შეცნობაზე, დამორჩილდნენ და მიწაში გადაინაცვლეს. ლეგენდები ყვებიან, რომ დამპყრობლებმა ადამიანებს ყოველი პლანეტა და ვარკსვლავი წაართვეს და მათ მხოლოდ დიასპარი დაუტოვეს.

წიგნზე მეტის დაწერა და მისი მიმოხილვა უფრო ფართო დისკურსითაც შეიძლება, მაგრამ სპოილერებისგან თავს შევიკავებ და დასასრულისთვის მხოლოდ რჩევით შემოვიფარგლები, წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირს და არა მარტო მათთვის ვინც სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულია. „ქალაქი და ვარსკვაკვები“ ეს არის შესაძლებლობა იმოგზაუროთ მომავალში, პოსტადამიანურ ეპოქაში ელვინთან ერთად, უკანასკნელ ადმიანთან ერთად.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 9, 2015 დუიმი Uncategorized

 

ტეგები: , , , , , , , , , ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: