RSS

Category Archives: წერილი

ტომას მორის უტოპია

78a5a390f14c

“იქ სადაც ბატონობს კერძო საკუთრება, სადაც ყველაფერი ფულით იზომება, თითქმის შეუძლებელია სახელმწიფო საქმეთა წარმატებით მართვა. ასეთ საზოგადოებაში გამართლებული იქნება, რომ ყველაფერი საუკეთესო ყველაზე უფრო უღირსთ ხვდებათ და ეს ყველაფერი ხალხის ძალიან მცირე ნაწილს აქვს განაწილებული. სახსრების განაწილება თანაბარი და სამართლიანი წესით შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრების მოსპობის პირობებში, ხოლო სანამ ის იქნება კაცობრიობის საუკეთესო და უდიდეს ნაწილს ვერასდროს ექნება უღირსთა და მცონარათ ხელში არსებული ფუფუნება.”

ამ სიტყვების ავტორი, 537 წლის წინ წინ, 1478 წელს, ტომას მორი სამყაროს მოევლინა. მორის მამა იმ დროისთვის შეძლებული ლონდონელი იურისტი იყო. მორმა დაწყებითი განათლება წმ. ანტონიუსის გრამატიკულ სკოლაში მიიღო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო დაწესებულებითი სკოლა იყო ინგლისში. 1497 წელს მან ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტი ინგლისის ჰუმანიზმის ცენტრს წარმოადგენდა. ორ წელიწადში მამის თხონით, მან დატოვა ოქსფორდი და ლონდონში დაბრუნებულმა იურისპრუდენციის შესწავალა დაიწყო.

27 წლის მორი უკვე ინგლისის პარლამენტის თემთა პალატის წევრი იყო. სულ მალე მეფესთან კონფლიქტის გამო მას ინგლისის დატოვება მოუწია, მაგრამ ჰენრი მეშვიდის გარდაცვალებისთანავე, 1509 წელს, ის ინგლისში დაბრუნდა. მან მალევე განაახლა საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ერთ წელიწადში ინგლისს პარლამენტის დეპუტატად მოევლინა.

დაძაბული და როგორც თავად ამბობდა, დამღლელი მოღვაწეობის მიუხედავად, ის ლიტერატურულ მოღვაწეობასაც განაგრძობდა. მას უამრავ ნაშრომთან ერთად ეკუთვნის ძველი ბერძენ პოეტთა თარგმანები, მაგრამ მის მთავარ შემოქმედებად მაინც „უტოპია“ ითვლება. „უტოპიის“ წერა მორმა 1515 წელს დაიწყო. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება, პირველ ნაწილს შესავალი შეიძლება ეწოდოს, სადაც ინგლისის სახელმწიფო სტრუქტურის კრიტიკაა, ხოლო მეორე ნაწილში მორი გამოგონილი პერსონაჟის სახელით  იწყებს „უტოპიის“, ასევე გამოგონილი კუნძულ-სახელმწიფოს, წყობილების დეტალურ აღწერას. მიუხადავად ამისა, ვარაუდობენ, რომ მორმა თავიდან მეორე ნაწილი დაწერა, ხოლო შემდეგ დაურთო მას პირველი.

მორმა მოახერხა და შეეხო მაშინდელ თითქმის ყველა სოციალ-ეკონომიურ თუ პოლიტიკურ განვითარების პრობლემას. ის არა მარტო ნათელს ხდის არსებულ ეკონომიკურ განვითარებას და როგორც კომენტატორი მატჩს ისე გადმოსცემს, არამედ დროსაც უსწრებს და კაპიტალის დაგროვებისგან გამოწვეულ პროლემებსაც წინასწარ ეხება. მორი არა მარტო ხრწვნის პროცესში მყოფ ფეოდალურ წყობილებას აკრიტიკებს, ის მზარდი კაპიტალისტური განწყობასაც წვდება და ცდილობს მის უარყოფით შედეგებზეც გაგვაფრთხილოს.

უტოპიაში აშკარად იგრძნობა მორის სიმპატიები მშორმელთა მიმართ და აქ ის აშკარად ცდება საკუთარი ეპოქის, ჰუმანისტი ფილოსოფოსის შემოსაზღვრულ ფარგლებს. მისთვის ეს ყველაფერი არც მეტი, არც ნაკლებია და ამ ერთ წინადადებაში იდეალურად ჯდება „ერთი მუჭა გაზულუქებული მდიდრების შეთქმულება უმრავლესობის წინააღმდეგ“.

მორის უტოპიაში მკითხველი ბევრ, იმ დროისთვის, მართლაც გასაოცარ პროგრესულ იდეას გადააწყდება. მაგალითისთვის საკმარისია ქალთა ემანსიპაცია, დღეში ექვს საათიანი შრომა, სიკვდილით დასჯის საზოგადოებისთვის სასარგებლო სადამსჯელო შრომით ჩანაცვლება და ბევრი სხვა. მისი მოსაზრებები სამართლის შესახებ შემდეგია; „იმ სამართალზე მეტი უსამართლობა არაფერია, რომელიც ამართლებს ადამიანის სიკვდილით დასჯას, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვიღაცას ქონება წაართვა. მითუმეტეს მაშინ, როცა ქურდი იძულებულია მოიპაროს, რადგანაც ის სისტემისგან არის ჩაგრული. გამოდის სისტემა ადამიანს ართმევს უფლებას და ამ უფლების მოპარვის შემთხვევაში თავადვე ასამართლებს.“

მორი რელიგიურ თავისუფლებაზეც საუბრობს და, იმ დროისთვის რამდენადაც რთული წარმოსადენი არ უნდა იყოს, ათეისტების არსებობასაც უშვებს, შეიძლება ითქვას ამ უკანასკნელთა დასჯასაც ემიჯნება, თუმცა მათ მაინც უღირს ადამიანებად მოიხსენიებს. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უამრავი ნოვატორული იდეისა, მორის იდეალურ სამყაროში კვლავაც, მართლაია ბევრად ჰუმანური კონცეპტით, არსებობენ მონები.  ასევე შეზღუდულია ბევრი სამოქალაქო უფლება, რაც დღევანდელ ადამიანს ბუნებრივ უფლებად და განუყრელად ეჩვენება, მაგრამ სრული აფსურდია და წარმოუდგენელია იმ დროში მცხოვრებ ადამიანს ამაზე პასუხი მოსთხოვო. ეს იგივეა აკრიტიკო ნიუტონი მის კლასიკურ მექანიკაში კვანტური მექანიკის გაუთვალისწინებლობის გამო.

მორს ბევრი სოციალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მოიხსენიებს. მას დიდ პატივსცემდნენ და მის გავლენას აღიარებდნენ ისეთი ფიგურები როგორიც იყვნენ ფრიდირიხ ენგელსი, მარქსი, ლენინი და ბევრი სხვა.

მორი ცდილობს თავის უტოპისტურ სახელმწიფოში, რომელსაც აშკარად ეტყობა პლატონის „სახელმწიფოს“ გავლენა, თავისი ფანტაზიის გამოყენებით ყველაფრის დეტალებში აღწერას.  მის ფანტაზიას ეკუთვნის გამოგონილი ქალაქების, თანამდებობის პირების, ხელობების, ურთერთდამოკიდებულობების, მოგზაურობების, მონების, სამხედროების და რელიგიების დეტალური დახასიათება.

მორის „უტოპიაში“, რომელიც თავისმხრივ ბერძნულიდან მოდის,  უარყოფითბობის ნაწილაკის და ადგილის აღმნიშვნელი სიტყვის შეერთებით, რისი დეფინიციაც დაახლოებით ასე ჟღერს „არარსებული ადგილი“, თქვენ იხილავთ არა მარტო არსებული სისტემის კრიტიკას და მის სრულყოფილების მცდელობას, არამედ თავად ავტორის, ბუნებით ნამდვილი უტოპისტის შინაგანი სამყაროს ჭეშმარიტ უტოპიურობას, რომელმაც თავისი ჰუმანიზმით დროს გაასწრო.

მორი საკუთარმა ხასიათმა, იდეოლოგიამ და უტოპიამ საბოლოოდ თავის გარეშე დატოვა. ამით მან თავისი საყვარელი ფილოსოფოსის, პლატონის მასწავლებლის სოკრატეს ბედი გაიზიარა. თუმცა შეიძლება ამ ყველაფერს ხვდებოდა კიდევაც და ბევრ სოციალურ-ეკონომიურ მოვლენასთან ერთად საკუთარ ბედსაც წინასწარმეტყველებდა, როდესაც თავისი ნაშრომი, ისევე როგორც სიცოცხლე, შედმეგი სიტყვებით, ჭეშმარიტად უტოპისტურად დაასრულა „ამ სურვილების აღსრულების არავითარი იმედი არ მაქვს.“

მორის უტოპიურ „იდეალურ“ სამყაროში არ არსებობდა კერძო საკუთრება, აღარ იყო ფული, ხოლო ოქროს დანიშნულება მონების კისერზე ჯაჭვის ფუნქციას ვერ ცდებოდა, რაც შეეხება  დარჩენილს, დარჩენილით საპირფარეშო ქოთნებს ამზადებნენ.

ალბათ ამასვე გულისხმობდა ლენინი, როდესაც ამბოდა „მოვა დრო და ოქორსგან ტუალეტებს დავამზადებთ.“

მას შემდეგ რაც „უტოპია“ სამყაროს მოევლინა ხუთასი წელი გავიდა, მაგრამ მასში წარმოდგენილი ავტორის მოსაზრებები დღესაც აქტუალურია და რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა ჟღერდეს, მიუხედავად დროში ამხელა ნახტომისა, ის დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე.

 

Advertisements
 
 

ტეგები:

სტივენ ჰოუკინგი – დროის მოკლე ისტორია

brief-history-of-time

წარმოიდგინეთ ხართ 21 წლის, სწავლობთ კემბრიჯში, ხართ ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სტუდენტი, თქვენი საქმით გატაცებული გრძნობთ, რომ ეს უკანასკნელი ძალიან კარგადაც გამოგდით, მოგწონთ გოგო და თავისმხრივ ის ამავეთი გპასუხობთ. დამეთანხმებით, ალბათ შესაძლებლობა რომ გქონოდათ, მსგავს ცხოვრებას ბევრი თქვენგანი წინასწარაც შეუკვეთდა.

ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, 21 წლის ახალგაზრდა მიზნად ისახავს ფიზიკის უნიფიკაციას, ის გადაწყვეტს იპოვნოს ერთი კანონი, რომელიც ყველაფერს გააერთიანებს და საბოლოოდ მივიღებთ თეორიას ყველაფერზე. არც ისე ცუდი ჩანაფიქრია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიჭი მეცნიერობას აპირებს და არა იურისტობას.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე იწყება, როგორც ჰოლივუდური ბანალური ფილმები სრულდება ხოლმე. დაწყება დასასრული იქით იყოს და მოდი განვაგრძოთ წარმოდგენა, თქვენ ისევ 21 წლის წარმატებული ახალგაზრდა ხართ, ჰოლივუდური ღიმილით თუ არა, ჰოლივუდური ბედნიერებით ნამდვილად. სწორედ ამ დროს თქვენთან მოდიან და გეუბნებიან, რომ ავად ხართ, დაავადებას ქვია ინფანტილური სკლეროზი, ნელ ნელა საკუთარ სხეულს ვეღარ გააკონმტროლებთ და მაქსიმუმ ორი წელი იცოცხლოთ. და აი აქ ჩვენ კარდინალურად გვეცვლება ცხოვრება, მიზნები, მომავალი და საერთოდ სამყაროს აღქმა.

ჩვენი 21 წლის ახალგაზრდა კი, რომელის ბედსაც, ალბათის გარეშე შემიძლია ვთქვა, ნებაყოფილობით არავინ გაიზიარებდა, აგრძელებს ცხვორებას. იცავს სადოქტორო ნაშრომს, მოჰყავს ცოლი, უჩნდება სამი შვილი და რამდენიმე დღის წინ 73 წლის იუბილესაც აღნიშნავს.

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, მინდა სტივენ ჰოუკინგის “დროის მოკლე ისტორიას” რამდენიმე წინადადებით შევეხო. 1988 წელს, როდესაც ჰოუკინგმა დროის მოკლე ისტორია გამოსცა, მას უკვე მეტყველების უნარიც დაკარგული ჰქონდა. ის გარეშე პირებთან ურთიერთობას საგანგებოდ მისთვის შექმნილი კომპიუტერის საშუალებით ახდენდა.

წიგნის მთავარი დადებითი, ალბათ მაინც ავტორის მიერ სპეციფიური სამეცნიერო ენის მაქსიმალურად გამარტივებაა, მაგალითად, როდესაც ჰოუკინგი ცდილობს ძალიან მარტვი ყოველდღიურუი მაგალითებით აუხსნას მკითხველს იგივე განუზღვრელობის პრინციპი.

ჰოუკინგი თავიდანვე ცდილობს მიახვედროს მკითხველი, რომ მისგან რაიმე მეხუთე განზომილებას აღმოჩენას არ უნდა ელოდნენ. ის ხაზს უსვამს, რომ ადამიანებმა შეიძლება ვნახეთ, რომ დედამიწა კუზე არ დგას, მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ ბევრად მეტი ვიცით. მხოლოდ დროს და ადამიანის უკვდავ გენს, რომელიც შთამომავლიდან შთამომავალზე გადადის, შეუძლია უპასუხოს გაუცემელ შეკითხვებს, ან სულაც, უკვე გაცემული პასუხები აქციოს იმად, რაც დღეს კუზე წამოსკუპებული ბრტყელი დედამიწის თეორიაა.

წიგნი გაძლევთ საშუალებას ავტორთან ერთად იმოგზაუროთ პტოლემესა და მისი წინამორბედების გეოცენტრულ კოსმოლოგიიდან კოპერნიკისა და გალილეოს ჰელიოცენტრული კოსმოლოგიის გავლით თანამედროვე სურათამდე, რომელშიც დედამიწა საშუალო ზომის პლანეტაა და ბრუნავს საშუალო ზომის ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მოთავსებულია დაკვირვებადი სამყაროს ჩვეულებრივი სპირალური გალაქტიკის გარე არეში.

ასევე შეგიძლიათ დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდეც გაისეირნოთ, დაიკარგოთ დროსა და სივრცეში, სამყაროს შემქნელს დაუპირისპიროთ განუზღვრელობის პრინციპი, გაიცნოთ დროის ისარი და მისი როგორც მინიმუმ სამი ვარიაცია. ავტორი არც დროში მოგზაურობაზე გეტყვით უარს, ამისთვის კი ჭიის ხვრელების გაცნობა მოგიწევთ. მოგზაურობის დასასრულს კი შეგიძლიათ დაისვენოთ და ავტორთან ერთად ფიზიკის უნიფიკაციაზე დაფიქრდეთ. ამისთვის კი ფარდობითობის თეორია და კვანტური მექანიკა დაგჭირდებათ. სწორედ ამ ორის გაერთიანება მიაჩნია ჰოუკინგს საშუალებად, რომელმაც შესაძლოა ერთხლ და სამუდამოდ მოახერხოს ფიზიკის უნიფიკაცია. სრული გაერთიანების თეორია, ეს იქნებოდა ჰოუკინგისთვის ყველაზე დიდი წარმატება.

“თუ აღმოჩენილი იქნება სრული გაერთიანების თეორია, მოხდება ფიზიკის უნიფიკაცია, საჭირო იქნება გარკვეული დრო, ვიდრე ის წესრიგში იქნება მოყვანილი და გამარტივდება ისე, რომ სკოლებში ზედაპირულად მაინც ისწავლებოდეს. მაშინ ყველას გვექნება საშუალება გავიგოთ კანონები, რომლებიც მართავენ სამყაროს და პასუხიმგებელნი არიან ჩვენს არსებობაზე. ფილოსოსფოსებს, მეცნიერებს და ჩვეულებირვ ადამიანებსაც შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში საკითხებზე: რატომ მოხდა ისე, რომ ჩვენ და სამუყარო ვარსებობთ, თუ ამაზე პასუხს ვიპოვით ეს იქნება ადმაიანის გონების საბოლოო ტრიუმფი – რადგან ჩვენ გვეცოდინება ღმერთის განზრახვა.”

პ.ს. იქიდან გამომდიანრე, რომ წიგნი 1988 წელს გამოვიდა, მას შემდეგ კი 27 წელი გავიდა, შეხვდებით საკითხებს რაშიც არსებული გადმოსახედიდან არის ინფორმაციის ნაკლებობა, ეს ძირითადად მაინც სამყაროს გაფართოებას და ბნელ ენერგიას ეხება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დროს ჰოუკინგმა ბნელ ენერგიაზე ჯერ არაფერი იცოდა, მაგრამ საერთო ჯამში, წიგნი ძალიან მარტივად და კარგად იკითხება. ის საინტერესო უნდა იყოს, როგორც თანამედროვე მეცნიერებაში კარგად ჩახედული, ისე არაინფორმირებული ადამიანისთვის. წიგნი ზემოთ ხსენებულ კატეგორიებს, თითქოს ორივეს, თავის ენაზე ესაუბრება და სწორედ ეს არის მისი მთავარი დადებითი.

 
6 Comments

Posted by on იანვარი 23, 2015 in წერილი

 

რწმენის ღმერთი

Hand-of-God-Genetics

ოდითგანვე ადამიანებს ეჯერათ და ჯერათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რწმენა ტრანსფორმირებდა, ძველს ახალი ანაცვლებდა და ასე მოვედით დღემდე, დღმდე, სადაც ადამიანებს უკვე ნაკლებად სწამთ და ჯერათ მთავარის,  რმწენის ფუნდამეტურის, ღმერთის.

ადამიანებმა გაბედეს და რწმენას ეჭვი დაუპირისპირეს, სწორედ ეს ჯადოსნური სიტყვა “ურწმუნოება” იყო ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ადამიანი გამოქვაბულიდან გამოიყვანა, აქამდე მოიყვანა და ის დედამიწის მბრძანებლად აქცია. თუმცა, როგორც ნებისმიერი ოკუპანტი, არც ადმიანი შეჩერებულა მიღებულით, მან თავი ზემოთ აწია და ახლა კოსმოსით და მისი ოკუპაციით დაინტერესდა. სწორედ ამ ოკუოპაციის და ეჭვის პროცესს შეეწირა ბევრი ინდივიდი. მაგალითისთვის საინტერესოა ჯორდანო ბრუნო, რომელიც საკუთარმა ურწმუნოებამ და დოგმების უარყოფამ ჩააგდო გავეშებული რწმენის ხელში და ამ უკნასკნელმაც ის გაიმეტა, ფერფლადაქცია, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

მაგრამ მოდი შევეშვათ წარსულს და ცოტა ხნით კვლავ აწმყოში დავბრუნდეთ, რა არის ღმერთი, არსებობს ის თუ არა და თუ არსეობს, სად შეიძლება იმალებოდეს?   ეს არის შეკითხვა, რომელზეც ზუსტი პასუხი დღემდე არ გვაქვს.

ადამიანმა კითხვის ნიშნების და უნდობლობის ათასობით წლიან პროცესში ბევრი გაიარა, მან აღმოაჩინა ფიზიკის კანონები, რითაც სამყარო იმართება, გაიგო რომ შედგება ატომებისგან, მაგრამ დღემდე არაა აღმოჩენილი ღმერთის არსებობის რაიმე დამადასტურებელი საბუთი, ამ ძიების პროცესში ბევრმა გადაწყვიტა, რომ ღმერთი არ არსებობს და ის ადამიანმა გამოიგონა, სწორედ ამ დასკვნას მივყავართ ჩვენს გონებაში, დღეს ძალიან ბევრი მეცნიერი “ღმერთს” სწორედაც ჩვენს გონებაში ეძებს.

თანამედროვე ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვენი გონება ყოველთვის ცდილობს ყველაფერი ახსნას. რწმენა გონებაში ავტომატურად ჩნდება, ის მომხიბვლელია იმით, რომ ჩვენს გარშემო მოვლენებს აზრს აძლევს, ის ქაოსს ებრძვის და ცდილობს აუხსნელი მოვლენები ერთმანეთთან დააკავშიროს და მას რაიმე სახის აზრი მისცეს.

რა არის რეალობა? ჩვენ ვთლით რეალობად იმას რასაც ვიღებთ, ვხედავთ, გვესმის, გემოს ვუსინჯავთ, რეალურად ეს ყველა გრძნობა ტვინში ელექტრონულ სიგნალებად ყალიბდება, ასე რომ მთელი რეალობა სწორედაც რომ ამ სიგნალების ცენტრში გროვედება, ანუ ტვინში. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ხდის თუ არა ღმერთს რეალურად მისი არსებობის შეგრძნება,

ნეობიოლოგი ენდი ბრიუგერი ნეოთეოლგიის დამფუძნებელია, ის იკვლევს თუ როგორ მოქმედებს რწმენა ადამიანის გონებაზე. ენდი ცდილობს ჩვენს გონებაში შემოძვრეს და ის ამას საკმაოდ წარმტებითაც ახერხებს. ის ატარებს კვლევებს, რომლის მიხედვითაც, ადამიანების გონებაში ძვრება, ერთ ფატონიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით.

 

ენდი ტომოგრაფიის მეშვეობით უკვე ასობით ადამიანს დაააკვირდა. მან აღმოაჩინა, რომ მორწმუნე ადმიანის ტვინში, როდესაც ის ლოცულობს, ხდება საგრძნობი ცვლილებები, აქტიურობა მომატებულია ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც საუბარს უზრუნველყოფენ, ხოლო ადამიანს რომელსაც არ სწამს, ლოცვის კითხვისას გონებაში ცვლილება არ შეენიშნება. ენდიმ დაამტკიცა, რომ ადამიანი რომელსაც ღმერთის წამს, ლოცვისას მას პირადპირ ესაუბრება, მისი ტვინი ასეთ დროს ვერ არჩევს მატერიალურს და აბსტრაქტულს, ასეთ დროს მორწმუნის ტვინი ადამინთან და ღმერთთან საუბარს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ლოცვის დროს ადამიანის ტვინი ღმერთს ჩვეულებრივ მატერიალურ არსებად აღიქვამს, რომელიც ჩვეულებრივ ატომებისგან შედგება და ბუნებრივად შედის კონტაქტში მორწმუნესთან.

ენდის თქმით, სწორედ ტვინში გადის ყველა რეალობა, ის გვეუბნება რა აღვიქვათ და როგორ, სწორედ ტვინში გადის რეალობის აღქმა, ნეობიოლოგიური შეხედულებით კი გამოდის, რომ ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ მორწმუნე ლოცვისას მას არა მარტო წარმოიდგენს, არამედ გრძნობს კიდევაც.

ეს ყველაფერი კი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ყველაფერი აღქმადია, მორწმუნე ადამიანს გონებაში ჰყავს დამწყვდეული ღმერთი და მის გამოშვებას არაფრის დიდებით აპირებს. ღმერთი ტყვეა ადამიანის გონების და როდის განთავისუფლდება ის, ალბათ ისევ ადამიანებმა ვიცით. სავარაუდოდ სულ მალე ღმერთი ადამიანისგან განთავისუფლდება და ის დატოვებს ადმიანს, მაგრამ რმწენა და არ აქვს მნიშვნელობა რა სახის, ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება ადამიანთან და განაგრძობს ევოლუციას მასთან ერთად, ისე როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტინქტი არსებობისთვის.

 

 

 
%(count)s კომენტარი

Posted by on ივნისი 18, 2014 in წერილი

 

ტეგები:

კუნდერას აუტანელი სიმსუბუქე

ოკუპირებული ჩეხეთი, ტანკებით სავსე პრაღა, დაჩაგრული ინტელიგენცია, ემიგრაცია, დიდი ძმის ყოვლისმომცველი თვალი და რეპრესიები, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც რომანს ფუთავს, გარედან ტანსაცმელს აცმევს, თუმცა რეალურად შიგნით, შიშველი სხეულია, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე.

სათაური რომანს მართლაც რომ იდეალურად შეეფერება. იშვიათად თუ წაიკითხავ წიგნს, რომლის სათაურიც ასე ლაკონურად, სამ სიტყვაში ამბობდეს ყველაფერს, რაც შემდეგ წიგნში მილიონობით სიტყვით არის გაშლილი. Read the rest of this entry »

 
 

როგორ დავამარცხე ჯეიმს ბონდი

ბლოგის თავში მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ისეთის თქმას ვაპირებ რაც მგონი არასდროს მითქვამს და მეგონა, რომ არც არასდროს ვიტყოდი, მხოლოდ კოშმარში თუ წარმოვიდგენდი, როგორ მადგას თავზე წარბებშეკრული და ამავდროულად გაყინული სახით ჯეიმს ბონდი, ხელში იარაღით და მაიძულებს ეს ვთქვა. მაგრა არა, მე ეს დრო დამიდგა და დამიდგა ჯეიმს ბონდის, წარბების და ჰოლიუდის გარეშეც. Read the rest of this entry »

 
 

განხილვა სიტყვისა მისისა

დღეს დილით საკმაოდ საინტერესო ბლოგს გადავაწყდი, არანაკლებ საინტერესო და სკანდალური სათაურით, “რატომ არ ჩაატარებს “იდენტობა” 17 მაისს აქციას”. ბლოგზე გადასვლისთანავე თვალში ირაკლი ვაჭარაძის ფრიად მომღიმარე სახე დამხვდა, რომელიც რატომღაც მგონია ბლოგის წერისას ნაკლებად თუ ექნებოდა ავტორს.

სკანდალური სათაურიდან გამომდინარე მკითხველი სულმოუთქმელად ელის კვანძის გახსნას, მაგრამ ნურას უკაცარავად, ავტორი 2011 წელს ბრუნდება და იწყებს ახსნას თუ რას წერდა მაშინ. ბლოგის კითხვისას ვიგებთ, რომ ჯერ კიდევ ბნელ 2011 ში ირაკლი რადიკალებსა და ლიბერალებს შორის განსხვავებაზე წერდა, თან აზრები გე ზე! ჩვენ ცნობილი ხდება, რომ თურმე ირაკლი თავს რადიკალადაც მიიჩნევს, ოღონდ არ გეგონოთ, რომ ის უბრალო რადიკალია, აქ საქმე ცოტა ჩახლართულია, დაახლოებით ისე, პროზის მოყვარული ელიტა რომ იტყვის ხოლმე, “ნამდილი ნაწარმოები ისაა, რომელიც დასრულების შემდეგ არაფერს გეუბნება და დასკვნას ყველას სუბიექტურს აკეთებინებს”.

მოკლედ, ირაკლი ყველაფერთან ერთად გვეუბნება, რომ მისმა რადიკალიზმის ქართულ ვერსიასთან მიმართებით პოზიციამ ევოლუცია ნამდვილად განიცადა. – ხედავთ როგორი ჩახლართულია ყველაფერი?

შეჯამების სახით ირაკლი წერს, “ამ ეტაპზე საერთოდ არ არის საჭირო ქუჩის ველური ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ რადიკალიზმის, როგორც უფლებების მოპოვებისთვის ბრძოლის პრინციპის ერთგული რჩები. მოვა დრო და ის სხვა საჭიროებებს გამოკვეთს ჩვენ წინაშე.” და აქ გაისმის ის მქუხარე სიტყვები, “ჩვენ 2014 წლის 17 მაისის საჯარო ღონისძიების ორგანიზებაზე უარს ვამბობთ”.

ამის შემდეგ კი მკითხველი ორმაგად იძაბება, ბერიც და ერიც გამალებული იწყებს მიზეზების კითხვას, თუ რატომ აღარ ჩატარდება 17 მაისის ღონისძიება. და აქ პატრიარქი იგი ირაკლი ამბობს, რომ : საქმე ქვეყნის გეო-პოლიტიკურ სიტუაციაში ყოფილა და ჩრდილოელ მეზობელში. ირაკლი და იდენტობა არ მისცემენ რუსეთს და მის დამქაშებს ეს დღე სუვერენული ქვეყნის, საქართველოს ანექსიისთვის გამოიყენონ. დასასრულს, ის ყველას აფრთხილებს, რომ 17 მაისს იდენტობა არაფერს აპირებს და არავინ გაბეოდს და ეს დღე პროვოკაციისთვის არ გამოიყენოს, ხოლო იმ ხალხს ვინც რამის აღნიშვნას გაბედავს ერთ ფრიად საინტერესო ისტორიას ახსენებს “უკრაინაში პუტინის მხარდამჭერებმა ყალბი გეი პრაიდი ჩაატარეს. მათ რამდენიმე ავტობუსით მოიყვანეს 2014 წლის იანვარის ერთ დღეს “აქტივისტები” რომლებიც ევროკავშირთან მიერთებას და გეი ქორწინებას ითხოვდნენ. იმედი მაქვს, ჩემი განცხადების შემდეგ, რომელიმე პოლიტიკური ძალა მსგავსი სპექტაკლის დადგმას საქართველოშიც არ შეეცდება.”

ღმერთმანი, ყველაფერი მშვენიერია, ირაკლი ყველაფერთან ერთად პატრიოტიც ყოფილა და ქვეყნის ინტერესებს თუმრე პირად და თავისი თემის ინტერესებზე წინაც აყენებს. ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ირაკლის მომღიმარ და გაბრწყინებულ სახის უკან შეიძლება სხვა რამ, ცოტა უფრო მოღუშულიც იმალებოდეს, პირველად ამაში მაშინ დავეჭვდი, როდესაც უეცრად ნარკოტიკების წინააღმდეგ “გაილაშქრა”, კაფე გალერის დაკეტვა მოითხოვა, როგორც სიბინძურის ბუდის და ლამის მამაოებთან ერთად დაგვარბია.

ირაკლის და მისი თანამოაზრეების გაბრწყინებული სახეების უკან იმალება იდეა – დავიცადოთ, აგერ მომავალ წელს მოავწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ეს ბლოგს მოყოლილ დისკუსიაშიც კარგად გამოჩნდა და პირად საუბრებშიც ბევრმა მითხრა. თუმცა, აქ ერთი რამ გვავიწდება, ნუ არა მარტო ერთი, მაგრამ დავიწყოთ ერთით, – ასოცირების ხელშეკრულება არც ევროპას და მითუმეტეს, არც ევროკავშირს ნიშნავს, ეს არც ჩრდილოეთიდან შესაძლო საფრთხის აღკვეთაა. ევროკავშირში არც მომავალ წელს ვიქნებით და კიდე დიდხანს. ზოგადად, ევროკავშირის ახლო მომავალში გაფართოება ილუზიას უფრო გავს. ვგულისხმობ იმას რომ ეკონომიკურად ისედაც გაჭირვებულ ევროკავშირს საბერძნეთი და ბევრი სხვა ქვეყანა ისედაც ჩამოკიდებული ყავს. ჰოდა საქართველოს დონის მქონე ეკონომიკის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრინება შორი მომავლის პერსპექტივაა. ეს ნიშნავს იმას რომ არა მარტო წელს, არამედ კიდევ რამდენიმე წელი საერთოდ ხმა არავინ უნდა ამოიღოს.

ასევე სასაცილოდ ჟღერს ლოგიკა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირს თავი ველურად არ მოვაჩვენოთ, შევიდეთ და აი მერე ვანახოთ რა ველურებიც ვართ. რეალურად, შარშანდელი მცდელობა და წლევანდელი კაპიტულაცია, არამარტო გეებზე და არამარტო მათ უფლებებზე აისახება ცუდად, არამედ ნებისმიერ ინდივიდზე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და როგორც მინიმუმ ეკლესიას და საზოგადოებაში გამაფებულ დოგმებს არ ეტრფის. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს 17 მაისის შემდეგ ჩატარებული ეგრედწოდებული “ვიზუალური ჩისტკა”, რომელიც საყურის, გრძელი თმის, ჩაცმულობის, თუ ნებისმიერი სხვა რამის გამო ხდებოდა თბილისის ბებერ ქუჩებში. ამ ვიზუალური ჩისტკის მსხვერპლი ნებისმიერი ადმიანი შეიძლებოდა გამხდარიყო, რომელსაც შეიძლება არანაირი საერთო არ ქონოდა 17 მაისის ვერ შემდგარ ღონისძიებასთან.

რამდენიმე ჩემმა ნაცნობმა, ირაკლის გადაწყვეტილების გასამართლებლად ისევ ყველასთვის ცნობილი მასკლინურობაზე გალაშქრება მოიმიზეა და ახსნა, რომ ჯიბრში ჩადგომა უარესი იქნებოდა, და ეს ყველაფერი კუტუების დატოლებას უფრო დაემსაგვსებოდა. თუმცა სამწუხაროდ რეალობა სხვაა, როცა იცი რომ შენი კუტუ 12 სანტიმეტრს არ აღემტება 2013 ში საჯაროდ ზანგის 25 იანის არც უნდა დაატოლო. ხოლო 2014 ში, საჯაროდ აღარ გამოსვლა სხვადასხვა მიზეზების გამო, უკვე ყლეობაა, იმიტომ რომ უკვე ისედაც ყველამ იცის შენი კუტუ და მისი შესაძლებლობები. გავიმეორებ და ვიტყვი, რომ წლევანდელი კაპიტულაცია არის სერიოზული მარცხი, მარცხი სწორედაც, რომ რადიკალურ ჯგუფებთან, ოღონდ არა იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებზეც ირაკლი ბლოგში საუბრობს და ინტელექტუალ-ფილოსოფიური ბოდვით ცდილობს ერთი მარტივი რამ მიჩქმალოს – შარშანდელი მცდელობა და წლევანდელი კაპიტულაცია, ეს არის გათავხედებული ადამიანების კიდევ ერთი წახალისება, რომ ისინი მართლები იყვნენ, მათ შერჩათ და აი დღეიდან არამარტო გეებს, არამედ ნებისმიერს შეუძლიათ ჩასცხონ ტაბურეტი, იმ შემთხვევაში თუ მისი თმა, ჩაცმულობა, აზრი, ან გინდაც საყურე არ მოეწონებათ.

დასასრულს კი, ჩემი ერთი ფეისბუკ ფრენდის კომენტარს დავაკოპირებ “ირაკლი არაა გეების პატრიარქი, დანარჩენ პიდარასტებს შეგვიძლია მოვაწყოთ” და ეს ყველაფერი არა იმიტომ, რომ 17 მაისს მორიგი სანახაობა ვიხილოთ, არამედ იმიტომ რომ ვაჭარაძის და “იდენტობის” შარშანდელი უპასუხისმგებლო შეუმდგარი მცდელობით სიტუაცია ბევრად უფრო დაიძაბა და წლევანდელი 17 მაისი უკვე ყველას ეხება, ყველას ვისაც არ სურს, რომ გავეშებული ბრბო თავს გინდაც თმის,ან გინდაც ჩაცმულობის გამო დაესხას, აღარ ვსაუბრობ პირად ცხოვრებაზე.

სამწუხაროდ შარშანდელის შემდეგ 17 მაისი საქართველოში მხოლოდ ჰომოფობიის საწინაღმდეგო აქციის ჩასატარებელი დღე აღარ არის და ვაჭარაძეს შეუძლია სახლში იჯდეს.

 
%(count)s კომენტარი

Posted by on მარტი 26, 2014 in წერილი

 

ტეგები:

ყლე ბლოგი, ყინული არა ყლე

უკვე რამდენი თვეა ბლოგი არ დამიწერია, აღარც ვაპირებდი, არც ამის მერე ვაპირებ გაგრძელებას, თავიდან ფეისბუქის სტატუსად ვწერდი, ბოლოს კი მივხვდი, რომ ამხელა სტატუსის წაკითხვა ყველას დაეზარებოდა, ხოლო თუ არ დაეზარებოდა, მაინც დაეზარებოდა.

უკვე რამდენი ხანია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდები. ვხედავ ორ ფლანგს, იქით შავ–ბნელი ბანდა, როგორც მათ პრადვინუტი სასტავი ეძახის, აქეთ კი ლიბერასტები, როგორც მათ ზემოთ ხსენებული შავ–ბნელნი უწოდებენ. ეს შავ–ბნელნი ორგანვე ასე მოვიხსენიე, ეს იმიტომ რომ მეც ასე მიმაჩნია, აი ეს ლიბერასტები კი, ღმერთო მაღალო შიგ იმდენი რამე და ვინმე ყრია, რომ გეფიცებით ნიკოფსიიდან დარუბანდამდეც ვერ ჩავტევთ.

ჰოდა რა მინდოდა, სამოქალაქო საზოგადოებაზე მინდოდა მელაპარაკა, მომიარეს… დავიწყებ დღეს საპატრიარქოსთან გამართულ აქციით და შევეცდები გავშალო და გავფარჩხო….სამოქალაქო საზოგადოება არა ყლე, სულ ასეა, სოციალურ ქსელში აღვშფოთდებით, ვბობოქრობთ, ბოლოს კი რამდენიმე ტიპს მივუგდებთ ხოლმე ამ დეგრადირებულ ბრბოს საჯიჯგნად და მერე აქედან ტვინს ვტყნავთ ჩვენი პრადვინუტობით. უკვე წლებია ვგეგმავთ და ვმართავთ აქციებს, სადაც პოლიცია უფრო მეტი მოდის, ისიც იმიტომ რომ ჩვენ დაგვიცვან.

ის გვწყინს ევროპა რომ აშფოთდება ხოლმე, რამდენჯერ გამიგია, ტრაკში გაიკეთონ თავიანთი აღშფოთებაო, ჰოდა ტრაკში გავიკეთოთ ჩვენი აღშფოთებაც. გაბედავა და მისი ბნელი ბანდა კი, რომელიც ჩვენს აქციებს ყოველთვის დესერტად მოჰყვება, ერთხელ ვერ აღმოჩნდა რიცხობრივ უმცირესობაში, ერთხელ ვერ იგრძნეს ძალა, ან გინდაც ის რომ ამ ქვეყანაში ყველა ბნელია არაა, და მხოლოდ 30 ადამიანი არ ეწინააღმდეგება, მას და მის საძმო სადოს. იმ დღეს ყველა ზეიმობდა, ყინული დაიძრაო, ყინულის დაძვრაში კი ქალს გულისხმობდნენ, რომელმაც ალილოში მონაწილეობის მიღება სცადა და თან პატრიარქის ეპისტოლეს აპროტესტებდა. შედეგი იყო ის რომ ეს ქალი გააგდეს და მსვლელობაში მონაწილეობის მიღების უფლება არ მისცეს.

რამდენიმე ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანმაც აღნიშნა ყინულსი დაძვრა, ჰოდა ყინული არ დაძრულა მეგობრებო, ყინული თავად ჩვენ ვართ.
ამ ყლე სტატუსებს და ბლოგებს ისევ ჩვენ ვხედავთ და ისევ ერთმანეთს ვულაიქებთ და ვუშეარებთ. და აი ასე გაგრძელდება უკუნითი უკუნისამდე, ისე რომ ამინ საერთოდაც არ გვეღირსება.

თუ მოგეწონათ ჩემი მორიგი პრადვინუტობა და მორიგი პრაგრესნა მოზაროვნეთათვის გათვლილი ყლე ბლოგი, შეგიძლიათ ხვალ პახმელიაზე ლუდზე დამპატიჟოთ, სიყვარულით მე :*