ოდითგანვე ადამიანებს ეჯერათ და ჯერათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რწმენა ტრანსფორმირებდა, ძველს ახალი ანაცვლებდა და ასე მოვედით დღემდე, დღმდე, სადაც ადამიანებს უკვე ნაკლებად სწამთ და ჯერათ მთავარის, რმწენის ფუნდამეტურის, ღმერთის.
ადამიანებმა გაბედეს და რწმენას ეჭვი დაუპირისპირეს, სწორედ ეს ჯადოსნური სიტყვა “ურწმუნოება” იყო ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ადამიანი გამოქვაბულიდან გამოიყვანა, აქამდე მოიყვანა და ის დედამიწის მბრძანებლად აქცია. თუმცა, როგორც ნებისმიერი ოკუპანტი, არც ადმიანი შეჩერებულა მიღებულით, მან თავი ზემოთ აწია და ახლა კოსმოსით და მისი ოკუპაციით დაინტერესდა. სწორედ ამ ოკუოპაციის და ეჭვის პროცესს შეეწირა ბევრი ინდივიდი. მაგალითისთვის საინტერესოა ჯორდანო ბრუნო, რომელიც საკუთარმა ურწმუნოებამ და დოგმების უარყოფამ ჩააგდო გავეშებული რწმენის ხელში და ამ უკნასკნელმაც ის გაიმეტა, ფერფლადაქცია, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
მაგრამ მოდი შევეშვათ წარსულს და ცოტა ხნით კვლავ აწმყოში დავბრუნდეთ, რა არის ღმერთი, არსებობს ის თუ არა და თუ არსეობს, სად შეიძლება იმალებოდეს? ეს არის შეკითხვა, რომელზეც ზუსტი პასუხი დღემდე არ გვაქვს.
ადამიანმა კითხვის ნიშნების და უნდობლობის ათასობით წლიან პროცესში ბევრი გაიარა, მან აღმოაჩინა ფიზიკის კანონები, რითაც სამყარო იმართება, გაიგო რომ შედგება ატომებისგან, მაგრამ დღემდე არაა აღმოჩენილი ღმერთის არსებობის რაიმე დამადასტურებელი საბუთი, ამ ძიების პროცესში ბევრმა გადაწყვიტა, რომ ღმერთი არ არსებობს და ის ადამიანმა გამოიგონა, სწორედ ამ დასკვნას მივყავართ ჩვენს გონებაში, დღეს ძალიან ბევრი მეცნიერი “ღმერთს” სწორედაც ჩვენს გონებაში ეძებს.
თანამედროვე ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვენი გონება ყოველთვის ცდილობს ყველაფერი ახსნას. რწმენა გონებაში ავტომატურად ჩნდება, ის მომხიბვლელია იმით, რომ ჩვენს გარშემო მოვლენებს აზრს აძლევს, ის ქაოსს ებრძვის და ცდილობს აუხსნელი მოვლენები ერთმანეთთან დააკავშიროს და მას რაიმე სახის აზრი მისცეს.
რა არის რეალობა? ჩვენ ვთლით რეალობად იმას რასაც ვიღებთ, ვხედავთ, გვესმის, გემოს ვუსინჯავთ, რეალურად ეს ყველა გრძნობა ტვინში ელექტრონულ სიგნალებად ყალიბდება, ასე რომ მთელი რეალობა სწორედაც რომ ამ სიგნალების ცენტრში გროვედება, ანუ ტვინში. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ხდის თუ არა ღმერთს რეალურად მისი არსებობის შეგრძნება,
ნეობიოლოგი ენდი ბრიუგერი ნეოთეოლგიის დამფუძნებელია, ის იკვლევს თუ როგორ მოქმედებს რწმენა ადამიანის გონებაზე. ენდი ცდილობს ჩვენს გონებაში შემოძვრეს და ის ამას საკმაოდ წარმტებითაც ახერხებს. ის ატარებს კვლევებს, რომლის მიხედვითაც, ადამიანების გონებაში ძვრება, ერთ ფატონიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით.
ენდი ტომოგრაფიის მეშვეობით უკვე ასობით ადამიანს დაააკვირდა. მან აღმოაჩინა, რომ მორწმუნე ადმიანის ტვინში, როდესაც ის ლოცულობს, ხდება საგრძნობი ცვლილებები, აქტიურობა მომატებულია ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც საუბარს უზრუნველყოფენ, ხოლო ადამიანს რომელსაც არ სწამს, ლოცვის კითხვისას გონებაში ცვლილება არ შეენიშნება. ენდიმ დაამტკიცა, რომ ადამიანი რომელსაც ღმერთის წამს, ლოცვისას მას პირადპირ ესაუბრება, მისი ტვინი ასეთ დროს ვერ არჩევს მატერიალურს და აბსტრაქტულს, ასეთ დროს მორწმუნის ტვინი ადამინთან და ღმერთთან საუბარს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ლოცვის დროს ადამიანის ტვინი ღმერთს ჩვეულებრივ მატერიალურ არსებად აღიქვამს, რომელიც ჩვეულებრივ ატომებისგან შედგება და ბუნებრივად შედის კონტაქტში მორწმუნესთან.
ენდის თქმით, სწორედ ტვინში გადის ყველა რეალობა, ის გვეუბნება რა აღვიქვათ და როგორ, სწორედ ტვინში გადის რეალობის აღქმა, ნეობიოლოგიური შეხედულებით კი გამოდის, რომ ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ მორწმუნე ლოცვისას მას არა მარტო წარმოიდგენს, არამედ გრძნობს კიდევაც.
ეს ყველაფერი კი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ყველაფერი აღქმადია, მორწმუნე ადამიანს გონებაში ჰყავს დამწყვდეული ღმერთი და მის გამოშვებას არაფრის დიდებით აპირებს. ღმერთი ტყვეა ადამიანის გონების და როდის განთავისუფლდება ის, ალბათ ისევ ადამიანებმა ვიცით. სავარაუდოდ სულ მალე ღმერთი ადამიანისგან განთავისუფლდება და ის დატოვებს ადმიანს, მაგრამ რმწენა და არ აქვს მნიშვნელობა რა სახის, ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება ადამიანთან და განაგრძობს ევოლუციას მასთან ერთად, ისე როგორც ერთ-ერთი აუცილებელი ინსტინქტი არსებობისთვის.