RSS

Monthly Archives: მარტი 2014

განხილვა სიტყვისა მისისა

დღეს დილით საკმაოდ საინტერესო ბლოგს გადავაწყდი, არანაკლებ საინტერესო და სკანდალური სათაურით, “რატომ არ ჩაატარებს “იდენტობა” 17 მაისს აქციას”. ბლოგზე გადასვლისთანავე თვალში ირაკლი ვაჭარაძის ფრიად მომღიმარე სახე დამხვდა, რომელიც რატომღაც მგონია ბლოგის წერისას ნაკლებად თუ ექნებოდა ავტორს.

სკანდალური სათაურიდან გამომდინარე მკითხველი სულმოუთქმელად ელის კვანძის გახსნას, მაგრამ ნურას უკაცარავად, ავტორი 2011 წელს ბრუნდება და იწყებს ახსნას თუ რას წერდა მაშინ. ბლოგის კითხვისას ვიგებთ, რომ ჯერ კიდევ ბნელ 2011 ში ირაკლი რადიკალებსა და ლიბერალებს შორის განსხვავებაზე წერდა, თან აზრები გე ზე! ჩვენ ცნობილი ხდება, რომ თურმე ირაკლი თავს რადიკალადაც მიიჩნევს, ოღონდ არ გეგონოთ, რომ ის უბრალო რადიკალია, აქ საქმე ცოტა ჩახლართულია, დაახლოებით ისე, პროზის მოყვარული ელიტა რომ იტყვის ხოლმე, “ნამდილი ნაწარმოები ისაა, რომელიც დასრულების შემდეგ არაფერს გეუბნება და დასკვნას ყველას სუბიექტურს აკეთებინებს”.

მოკლედ, ირაკლი ყველაფერთან ერთად გვეუბნება, რომ მისმა რადიკალიზმის ქართულ ვერსიასთან მიმართებით პოზიციამ ევოლუცია ნამდვილად განიცადა. – ხედავთ როგორი ჩახლართულია ყველაფერი?

შეჯამების სახით ირაკლი წერს, “ამ ეტაპზე საერთოდ არ არის საჭირო ქუჩის ველური ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ რადიკალიზმის, როგორც უფლებების მოპოვებისთვის ბრძოლის პრინციპის ერთგული რჩები. მოვა დრო და ის სხვა საჭიროებებს გამოკვეთს ჩვენ წინაშე.” და აქ გაისმის ის მქუხარე სიტყვები, “ჩვენ 2014 წლის 17 მაისის საჯარო ღონისძიების ორგანიზებაზე უარს ვამბობთ”.

ამის შემდეგ კი მკითხველი ორმაგად იძაბება, ბერიც და ერიც გამალებული იწყებს მიზეზების კითხვას, თუ რატომ აღარ ჩატარდება 17 მაისის ღონისძიება. და აქ პატრიარქი იგი ირაკლი ამბობს, რომ : საქმე ქვეყნის გეო-პოლიტიკურ სიტუაციაში ყოფილა და ჩრდილოელ მეზობელში. ირაკლი და იდენტობა არ მისცემენ რუსეთს და მის დამქაშებს ეს დღე სუვერენული ქვეყნის, საქართველოს ანექსიისთვის გამოიყენონ. დასასრულს, ის ყველას აფრთხილებს, რომ 17 მაისს იდენტობა არაფერს აპირებს და არავინ გაბეოდს და ეს დღე პროვოკაციისთვის არ გამოიყენოს, ხოლო იმ ხალხს ვინც რამის აღნიშვნას გაბედავს ერთ ფრიად საინტერესო ისტორიას ახსენებს “უკრაინაში პუტინის მხარდამჭერებმა ყალბი გეი პრაიდი ჩაატარეს. მათ რამდენიმე ავტობუსით მოიყვანეს 2014 წლის იანვარის ერთ დღეს “აქტივისტები” რომლებიც ევროკავშირთან მიერთებას და გეი ქორწინებას ითხოვდნენ. იმედი მაქვს, ჩემი განცხადების შემდეგ, რომელიმე პოლიტიკური ძალა მსგავსი სპექტაკლის დადგმას საქართველოშიც არ შეეცდება.”

ღმერთმანი, ყველაფერი მშვენიერია, ირაკლი ყველაფერთან ერთად პატრიოტიც ყოფილა და ქვეყნის ინტერესებს თუმრე პირად და თავისი თემის ინტერესებზე წინაც აყენებს. ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ირაკლის მომღიმარ და გაბრწყინებულ სახის უკან შეიძლება სხვა რამ, ცოტა უფრო მოღუშულიც იმალებოდეს, პირველად ამაში მაშინ დავეჭვდი, როდესაც უეცრად ნარკოტიკების წინააღმდეგ “გაილაშქრა”, კაფე გალერის დაკეტვა მოითხოვა, როგორც სიბინძურის ბუდის და ლამის მამაოებთან ერთად დაგვარბია.

ირაკლის და მისი თანამოაზრეების გაბრწყინებული სახეების უკან იმალება იდეა – დავიცადოთ, აგერ მომავალ წელს მოავწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ეს ბლოგს მოყოლილ დისკუსიაშიც კარგად გამოჩნდა და პირად საუბრებშიც ბევრმა მითხრა. თუმცა, აქ ერთი რამ გვავიწდება, ნუ არა მარტო ერთი, მაგრამ დავიწყოთ ერთით, – ასოცირების ხელშეკრულება არც ევროპას და მითუმეტეს, არც ევროკავშირს ნიშნავს, ეს არც ჩრდილოეთიდან შესაძლო საფრთხის აღკვეთაა. ევროკავშირში არც მომავალ წელს ვიქნებით და კიდე დიდხანს. ზოგადად, ევროკავშირის ახლო მომავალში გაფართოება ილუზიას უფრო გავს. ვგულისხმობ იმას რომ ეკონომიკურად ისედაც გაჭირვებულ ევროკავშირს საბერძნეთი და ბევრი სხვა ქვეყანა ისედაც ჩამოკიდებული ყავს. ჰოდა საქართველოს დონის მქონე ეკონომიკის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრინება შორი მომავლის პერსპექტივაა. ეს ნიშნავს იმას რომ არა მარტო წელს, არამედ კიდევ რამდენიმე წელი საერთოდ ხმა არავინ უნდა ამოიღოს.

ასევე სასაცილოდ ჟღერს ლოგიკა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირს თავი ველურად არ მოვაჩვენოთ, შევიდეთ და აი მერე ვანახოთ რა ველურებიც ვართ. რეალურად, შარშანდელი მცდელობა და წლევანდელი კაპიტულაცია, არამარტო გეებზე და არამარტო მათ უფლებებზე აისახება ცუდად, არამედ ნებისმიერ ინდივიდზე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და როგორც მინიმუმ ეკლესიას და საზოგადოებაში გამაფებულ დოგმებს არ ეტრფის. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს 17 მაისის შემდეგ ჩატარებული ეგრედწოდებული “ვიზუალური ჩისტკა”, რომელიც საყურის, გრძელი თმის, ჩაცმულობის, თუ ნებისმიერი სხვა რამის გამო ხდებოდა თბილისის ბებერ ქუჩებში. ამ ვიზუალური ჩისტკის მსხვერპლი ნებისმიერი ადმიანი შეიძლებოდა გამხდარიყო, რომელსაც შეიძლება არანაირი საერთო არ ქონოდა 17 მაისის ვერ შემდგარ ღონისძიებასთან.

რამდენიმე ჩემმა ნაცნობმა, ირაკლის გადაწყვეტილების გასამართლებლად ისევ ყველასთვის ცნობილი მასკლინურობაზე გალაშქრება მოიმიზეა და ახსნა, რომ ჯიბრში ჩადგომა უარესი იქნებოდა, და ეს ყველაფერი კუტუების დატოლებას უფრო დაემსაგვსებოდა. თუმცა სამწუხაროდ რეალობა სხვაა, როცა იცი რომ შენი კუტუ 12 სანტიმეტრს არ აღემტება 2013 ში საჯაროდ ზანგის 25 იანის არც უნდა დაატოლო. ხოლო 2014 ში, საჯაროდ აღარ გამოსვლა სხვადასხვა მიზეზების გამო, უკვე ყლეობაა, იმიტომ რომ უკვე ისედაც ყველამ იცის შენი კუტუ და მისი შესაძლებლობები. გავიმეორებ და ვიტყვი, რომ წლევანდელი კაპიტულაცია არის სერიოზული მარცხი, მარცხი სწორედაც, რომ რადიკალურ ჯგუფებთან, ოღონდ არა იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებზეც ირაკლი ბლოგში საუბრობს და ინტელექტუალ-ფილოსოფიური ბოდვით ცდილობს ერთი მარტივი რამ მიჩქმალოს – შარშანდელი მცდელობა და წლევანდელი კაპიტულაცია, ეს არის გათავხედებული ადამიანების კიდევ ერთი წახალისება, რომ ისინი მართლები იყვნენ, მათ შერჩათ და აი დღეიდან არამარტო გეებს, არამედ ნებისმიერს შეუძლიათ ჩასცხონ ტაბურეტი, იმ შემთხვევაში თუ მისი თმა, ჩაცმულობა, აზრი, ან გინდაც საყურე არ მოეწონებათ.

დასასრულს კი, ჩემი ერთი ფეისბუკ ფრენდის კომენტარს დავაკოპირებ “ირაკლი არაა გეების პატრიარქი, დანარჩენ პიდარასტებს შეგვიძლია მოვაწყოთ” და ეს ყველაფერი არა იმიტომ, რომ 17 მაისს მორიგი სანახაობა ვიხილოთ, არამედ იმიტომ რომ ვაჭარაძის და “იდენტობის” შარშანდელი უპასუხისმგებლო შეუმდგარი მცდელობით სიტუაცია ბევრად უფრო დაიძაბა და წლევანდელი 17 მაისი უკვე ყველას ეხება, ყველას ვისაც არ სურს, რომ გავეშებული ბრბო თავს გინდაც თმის,ან გინდაც ჩაცმულობის გამო დაესხას, აღარ ვსაუბრობ პირად ცხოვრებაზე.

სამწუხაროდ შარშანდელის შემდეგ 17 მაისი საქართველოში მხოლოდ ჰომოფობიის საწინაღმდეგო აქციის ჩასატარებელი დღე აღარ არის და ვაჭარაძეს შეუძლია სახლში იჯდეს.

 
1 კომენტარი

Posted by on მარტი 26, 2014 დუიმი წერილი

 

ტეგები: