RSS

Monthly Archives: ივნისი 2013

სამი ნიანგი

drugs-say-no-to-hd-place-1453767ერთ მოღუშულ და მოხუცი დედაკაცივით შავებში გახვეულ ოთახში სამი ბიჭი ზის. მაგიდა, რომელსაც ისინი ასე ბეჯითი სკოლის მოსწავლეებივით შემოსხდომიან, ლუდის ბოთლებს ვეღარ იტევს. თავისმხრივ, მაგიდას საფერფლე უცხადებს სოლიდარობას, მის შემხედვარეს ადამიანი იფიქრებს ეს ესაა აღებინებს და ამ უამრავ ჩამწვარ ბიჩოკს ახალგაზრდებს შიგ სახეში მიარწყევსო.
–თუ დაფიქრებულხართ, რა არის ხელოვნება? ოდესმე შეგიგრძვნიათ ხელი და მისი ვნება? ხელით შეგიძლია ავნო კიდევაც და ვნებაც მიანიჭო…..
დუმილს რიჟა ბიჭი არღვევს, რომლის კიკინები, რასაც ის დრედებს უწოდებს, აუცილებლად ყველას პეპი გრძელიწინდას თმებს გაახსენებს. თუ ყველას არა, ყოველ შემთხვევაში, იმას ნამდვილად, ვისაც ბავშვობაში პეპი წაუკითხავს და ბავშვურ ფანტაზიებში მასთან უთამაშია კიდევაც.
–ამ ორს შორის არჩევანი ჩვენია, მას ჩვენ, ჩვენი ხელით ვაკეთებთ. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ივნისი 30, 2013 დუიმი წერილი