პომპეი ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი ქალაქი იყო რომის იმპერიაში. ქალაქი თითქოს დროში გაქვავდა და დღევანდელ დამთვალიერებელს სრულ სურათს სთავაზობს, თუ როგორი იყო ანტიკური რომაული ქალაქი.
პომპეი ძვ.წ IV საუკუნეში დაარსდა. ქალაქში განვითარებული იყო ვაჭრობა, ხდებოდა ღვინისა და ზეთის გატანა. პომპეი შიეცავს ყველა იმ ელემენტს, რომელიც დამახასიათებელი იყო რომაული ქალაქისათვის; ტაძრები, თეატრი, აბანოები… ქალაქი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ ძვ.წ 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა მოხდა.
თავდაპირველად ძალიან ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება ფერფლისა და კვამლის ნაკადს. თუმცა სულ მალე სიტუაცია შეიცვალა. შავმა ღრუბლებმა ცა დაფარა, სახლის სახურავებზე, ხეებზე, ქუჩებში ფერფლი ილექებოდა, გამუდმებული მიწისქვეშა ბიძგები ქალაქის მცხოვრებლებს მოახლოებული კატასტროფის შესახებ ამცნობდნენ. ვუკლანი ერთბაშად არ ამოფრქვეულა, თითქოს ბუნება მოსახლეობას აფრთიხლებად, რომ გასცლოდნენ იქაურობას. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მართლაც დატოვა ქალაქი. არქეოლოგიური გათხრების დროს აქ დაახლ. 2000 ადამიანის სხეული აღმოაჩინეს, მთლიანობაში კი ქალაქში დაახლ. 20 000 ადამიანს უნდა ეცხოვრა. აღსანიშნავია, რომ გათხრებისას რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა, როდესაც არქეოოგებმა ადამიანების ნეშტი სარდაფებში აღმოაჩინეს, მათ გვრედით კი…
View original post 332 more words