ბექა გაბადაძე სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მეოთხე კურსის სტუდენტია. ის აქტიურადაა ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში. ბექა და მისი მეგობრები ხშირად მართავენ სხვადასხვა საპროტესტო აქციებს უნივერსიტეტის შიდა თუ გარე პრობლემებთან დაკავშირებით. სულ რამდენიმე თვის წინ კი მან და მისმა მეგობრებმა შექმნეს ახალი სტუდენტური ჯგუფი „რეაქტორი“.
–პირველ რიგში, ბექა რა არის „რეაქტორი“?
–რეაქტორი მულტიმედია სტუდენტური ჯგუფია. რეაქტორი ეს აპარატია სადაც ატომების გაყოფის რეაქცია მიმდინარეობს ატომური ენერგიის მისაღებად.
–უფრო კონკრეტულად?
–ჩვენ ვმსჯელობთ, ვაშუქებთ სტუდენტების და ახალგაზრდების პრობლემებს, ვართ სოლიდარულები საზოგადოების სხვა ჯგუფების მიმართ. ვეწინააღმდეგებით ყოველგვარ დისკრიმინაციას და უთანასწორო დამოკიდებულებას. ჩვენ ვაკვირდებით და ვცდილობთ სტუდენტობა და საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენებით. ჩვენი მიზანია გავაშუქოთ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და ხელი შევუწყოთ სტუდენტების ჩართულობას უნივერსიტეტის მართვის პროცესში. ასევე საუნივერსიტეტო სტრუქტურების გამჭირვალეობას და სტუდენტების თვითრეალიზაციის გარემოს შექმნა/გაუმჯობესებას.
–გასაგებია, მაგრამ რატომ მაინცდამიანც „რეაქტორი“?
სახელი ჯგუფის წევრმა ბასტი მგალობლიშვილმა მოიფიქრა, ყველას მოგვეწონა და დავთანხმდით. რეაქტორი როგორც უკვე აღვნიშნე აპარატია სადაც ატომების გაყოფის რეაქცია მიმდინარეობს ატომური ენერგიის მისაღებად. საუნივერსიტეტო სივრცეში წარმოშობილი ენერგიას კი მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა შეუძლია საზოგადოებაში. ეს წარსულში არაერთხელ დადასტურდა.
–სად შეიქმნა რეაქტორი?
ჩვენი ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა, თუმცა მისი წევრი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ათამდე სტუდენტია.
–მხოლოდ უნივერსიტეტებში მოხმდარ ამბებს აშუქებთ?
მულტიმედია ჯგუფი ძირითადად სტუდენტურ და ახლგზარდულ აქტივობებს აშუქებს. მაგრამ ეს აქტივობები ხშირად ცდება საუინერსიტეტო სივრცეს და ეს მისასალმებელია. სტუდენტებს მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ და ამიტომ მათი სოლიადრობა საზოგადოების სხვადასვხა ჯგუფების მიმართ მნიშვნელოვანია. 2012 წლის სექტემბერში ციხის წამების გავრცელებული კადრების შემდეგ დიდი სტუდენტური გამოსვლები დაიწყო, ეს იყო ბუნებრივი რეაქცია და რეაქტორი მაშინ რომ შექმნილიყო აუცილებლად გააშუქებდა ამ მოვლენებს. აქციების გაშუქება და დაანონსება ამ პერიოდში ძალიან პრობლემატური იყო, იყვნენ სხვადასხვა ჯგუფები და მედია ერთმანეთის გამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებდა. ამიტომაც დავინახეთ რეაქტორის შექმნის საჭიროება, ჩვენ ყველაზე კარგად შევძლებთ ავსახოთ რეალობა.
–სხვა უნივერსიტეტში მომხდარ ამბებს საიდან იგებთ, ანუ ინფორმაციას ძირითადად საიდან იღებთ?
რეაქტორის არსებობის სივრცე სოცლიალური ქსელებია, ანუ ის ინფორმაცია რასაც ჩვენ მოვიპოვებთ სოციალურ ქსელებში იდება, იქნება ეს ფეისბუქის გვერდი, რომელსაც ერთ თვეში 800 მდე მოწონება აქვს თუ youtube channel რომელიც მალე გაეშვება. ჩვენ გვყავს ნაცნობები სხვადაქსხვა უნივერსიტეტებში, ასევე ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ სტუდენტურ ჯგუფებთან, ამდენად ინფორმაციის მოპოვება ჩვენთვიუს ადვილია. თუკი სტუდენტი თვლის რომ რაღაც მოვლენა ფართო საზოგადოების ინტერესს იმსახურებს გვწერს ფეისუბქზე, მეილზე ან გვირეკავს და ვაშუუქებთ.
–რეგიონების მოცვას თუ აპირებთ, ან ამ ეტაპზე რა მდოგომარეობაა ამ მხრივ?
ჩვენ უკვე გვყავს წევრები რეგიონებში. ქუთაისის, ბათუმის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მალე ახალ პროექტს დავიწყებთ და მულტიმედია ჯგუფი სავარაუდოდ გაფართოვდება.
–რა ახალ პროექტებზეა საუბარი?
youtube channel–ის გაეშვება, რომელზედაც სიუჯეტები დაიდება, აქამდე მხოლოდ ბლოგზე და ფეიუსბუქის გვერდზე ვწერდით. პროექტი თითქმის დასრულებულია და ფონედბთან თანამშრომლობას ვაპირებთ. საუბარია მომავალი ჟურნალისტებისთვის პროფესული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, ასევე ჩვენი მიზნები რამდენიმე ფონდის მიზნებთან და ფასეულობებთან თანხვედრაშია, ველით მათგან ხელშეწყობას. უნივერსიტეტში არ არის შესაბამისი მატერიალური საშუალებები, არ არის კამერები, ფოტოაპარატები და თუ ეს პროექტი განხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა მიეცემათ.
–მომავალ თვითმართველობის არჩევნებზე რა პოზიციას დაიჭერს რეაქტორი?
საუნივერსიტეტო სტურქტურების გამჭვირვალეობაზე საუბრისას ჩვენ გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით სტუდენტური თითმმართველობების საქმიანობებს. ჩვენ უკვე გავაშუქეთ არჩევნები სამედიცინო უნივერსიტეტში და საკმაოდ მწვავე დასკვნები გავაკეთეთ. მომავალშიც იგივეს ვაპირებთ: კერძოდ დაგეგმილი გვაქვს დავაკვირდეთ არჩევნებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში , მანამდე კი მცირე კვლევა და დებატები არჩევნებში მონაწილე სამ სუბიექტს შორის. ასევე დავაკვირდებით არჩევნებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
– ხშირად რეაქტორს, „ლაბორატორია 1918“ თან და „ნარჯინჯისფერ კლუბთან“ აკავშირებენ… აქვს რეაქტორს მათთან საერთო და თუ არა, რატომ ხდება მათთან დაკავშირება?
რეაქტორის წევრები ვმეგობრობთ სხვა სტუდენტურ ჯგუფებთან, და ამ მულტიმედია ჯგუფის წევრობა არ გამორიცხავს სხვა აქტივობებშიც ჩართვას, მაგრამ ჩვენ ამ ჯგუფებიდან განსხვავებით კონკრეტული ნიშა გვიკავია და ვაშუქებთ მათ და სხვა ჯგუფების აქტივობებს. ლიბერალური ფასეულობები, თანასწორობის, უსამართლობის არ შეგუების, განათლების მაღალი ხარისხის, სწავლის საფასურის შემცირების და სხვა თემებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები შესაძლოა ემთხვეოდეს ან განსხვავდებოდეს მათგან.
გრაფინია
დეკემბერი 20, 2012 at 8:08 PM
მოვითხოვ მეც ჩამომართვა ინტერვიუ, როგორც ”ნარინჯისფერი კლუბის” წევრს! 😀